09:56 | 2020-07-18 ავტორი: Prime Time

აშშ-ის ჯანდაცვის ექსპერტი: 2-3 თვეში კორონავირუსის საწინააღმდეგო ეფექტური სამკურნალო საშუალება გვექნება

აშშ-ის ჯანდაცვის ექსპერტი:  2-3 თვეში კორონავირუსის საწინააღმდეგო ეფექტური სამკურნალო საშუალება გვექნება

აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ფრენსის კოლინსი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ეფექტური სამკურნალო საშუალება 2-3 თვეში იქნება მზად.

 

„მკურნალობის მხრივ საკმაოდ სერიოზული პროგრესია. გვაქვს ორი გამოცდილი მედიკამენტი – რემდესივირი და დექსამეტაზონი. ორივემ გაიარა მკაცრი ცდები, რაც აუცილებელია ეფექტური პრეპარატის დასადგენად. დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ მაქვს საფუძველი ვივარაუდო, რომ 2-3 თვეში ეფექტური სამკურნალო საშუალება გვექნება“, – განაცხადა კოლინსმა.

 

ვაქცინის პირველი ცდები, რომლებიც ეფუძნება ძალიან წარმატებულ წინასწარ მონაცემებს, დაიწყება დაახლოებით 27 ივლისს. კვლევებში 30 000 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. თუ რომელიმე ვაქცინა ეფექტური აღმოჩნდება, წლის ბოლომდე მისი ათობით მილიონი დოზა იქნება მზად“, – აღნიშნა კოლინსმა.

 

ამავე დროს, ჯანმოს მონაცემებით, მსოფლიოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 237 743 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც, პანდემიის დაწყების დროიდან, რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

X