13:45 | 2020-05-29 ავტორი: ნინი ტაველიძე

აშშ გმობს მიმდინარე „ბორდერიზაციას“ რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი უსაფრთხოების ძალების მხრიდან

აშშ გმობს მიმდინარე „ბორდერიზაციას“ რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი უსაფრთხოების ძალების მხრიდან

ამერიკის შეერთებული შტატები გმობს მიმდინარე „ბორდერიზაციას“ და რუსეთისგან საქართველოს 20 პროცენტის ოკუპაციის დასრულებას ითხოვს, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მორგან ორტაგუსმა სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა.

 

ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია! - რა იქნება შემდეგი ნაბიჯი
2020-05-29ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია! - რა იქნება შემდეგი ნაბიჯი

 

 

„აშშ გმობს მიმდინარე „ბორდერიზაციას“ რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი უსაფრთხოების ძალების მხრიდან.

 

 

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვითხოვთ რუსეთისგან, დაასრულოს საქართველოს 20 პროცენტის ოკუპაცია.

 

 

შეასრულოს 2008 წლის ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები და დაუშვას საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი მიწოდება“, – წერს მორგან ორტაგუსი.

 

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენტარი - +

X