13:18 | 2020-04-09 ავტორი: Prime Time

აშშ-დან 79 ქართველ მოსწავლეს ჩამოიყვანენ – სპეცრეისი ხვალ შესრულდება

აშშ-დან 79 ქართველ მოსწავლეს ჩამოიყვანენ – სპეცრეისი ხვალ შესრულდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 112-ს სტუმრობდა

 

გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

 

მან მადლობა გადაუხადა აშშ-ს ხელისუფლებას საქართველოს მოქალაქეების სმშობლოში დაბრუნების საქმეში გაწეული დახმარებისთვის.

 

„მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, რა თქმა უნდა საელჩოს, მის სრულ შემადგენლობას და ელჩს, კელი დეგნანს.

 

79 ქართველ სკოლის მოსწავლეს, რომელიც დღეს იმყოფება აშშ-ში, ფაქტობრივად სპეცრეისით ჩამოვიყვანოთ საქართველოში. რეისი ხვალ განხორციელდება“, – განაცხადა გახარიამ.

 

მისივე თქმით, ამავე რეისით, სომხეთის რესპუბლიკის თხოვნით, ჩამოიყვანენ 35 სომეხ მოსწავლესაც.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X