fbpx
13:08 | 2020-04-03 ავტორი: თეონა ყაჭიური

ასეთი პროფესიონალების ძალისხმევით ყველაფერს გადავლახავთ – აშშ-ის საელჩოს მადლობა დასუფთავების სამსახურს

ასეთი პროფესიონალების ძალისხმევით ყველაფერს გადავლახავთ – აშშ-ის საელჩოს მადლობა დასუფთავების სამსახურს

„ამ სიტუაციაში ჩვენ ყველა ერთად ვართ და ასეთი პროფესიონალების ძალისხმევით, ყველაფერს გადავლახავთ“,- აშშ-ის საელჩო დასუფთაების სამსახურის თანამშრომლებს მადლობას უხდის.

 

ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო სოციალური ქსელით ავრცელებს.

 

„#COVID-19-თან ბრძოლა მრავალ უნარსა და ნიჭს მოითხოვს. დღეს ჩვენ გვსურს, მადლობა გადავუხადოთ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც ქართველი ხალხისთვის სუფთა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად დღედაღამ თავდაუზოგავად შრომობენ.

 

ამ სიტუაციაში ჩვენ ყველა ერთად ვართ და ისეთი პროფესიონალების ძალისხმევით, როგორიც ამ ფოტოზეა აღბეჭდილი, ამ ყველაფერს გადავლახავთ“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

თბილისში გუშინ ღამით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.  

 

სამუშაოები პეკინის ქუჩაზე, რუსთაველის გამზირსა (მეტრო რუსთაველიდან ბარათაშვილის ხიდამდე) და ჰუალინგის დასახლების მიმდებარედ (ვარკეთილის მეტრომდე) ჩატარდა.

 

ამ დროისთვის ინფიცირებულთა რაოდენობა 148-ს შეადგენს. 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X