00:35 | 2021-10-15 ავტორი: თამარ გონგაძე

“ასეთი გახარებული, მართლა კარგა ხანია არ მინახავს” – 80 წლის ელგუჯა ბურდულს საპატიო მოქალაქის წოდება ენიჭება

“ასეთი გახარებული, მართლა კარგა ხანია არ მინახავს” – 80 წლის ელგუჯა ბურდულს საპატიო მოქალაქის წოდება ენიჭება

თბილისობა 24 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო და კონცერტითა და საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონიალით უნდა ჩაევლო, დამსწრე საზოგადოების გარეშე.

 

თუმცა 8 ოქტომბერს ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისობა არ ჩატარდება, თანხა კი ბათუმში დაღუპულთა ოჯახების ფონდში გადაირიცხება.

 

“გილოცავთ, გუჯას საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს” – სოციალურ ქსელში წერს არტისტის, ელგუჯა ბურდულის ქალიშვილი, მაკა ბურდული.

 

როგორ, როდის და რა სახით მიანიჭებენ კოლორიტ თბილისელებს “საპატიო თბილისელის წოდებას”, ჯერჯერობით, უცნობია.

 

ლადო ბურდული კი დის ფეისბუქპოსტს “პრაიმტაიმთან” ასე ეხმიანება.

 

2021-10-14"ბედნიერი ვარ. ამ უძლიერეს დღეს ჩემი პატარა, 40 დღის "მიქაელი" გაქრისტიანდა" - მაკა ზამბახიძემ შვილიშვილის ნათლობის ფოტო გაგვიზიარა

 

ლადო ბურდული: – მერიიდან დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ თბილისობას უნდა გადასცენ ეს ჯილდო. თუ როდის, არ ვიცით. მაკამ ვერ მოითმინა და “ფეისბუქზე” წინასწარ მიულოცა მამას.

 

მამას ძალიან გაუხარდა, თან ისე, არც მოველოდებოდი. ეს მისთვის დაფასებაა. ასეთი გახარებული, მართლა კარგა ხანია არ მინახავს. მართლა გულით რომ უხარია, ეტყობა.

 

გუჯა თბილისელია, თავისი ადგილი ყოველთვის ჰქონდა ამ ქალაქში და რაღაც წვლილი მიუძღვის თბილისის განვითარებაში. ერთი აგურით მაინც.

 

მამა 80 წლის არის და დედასთან ერთად, ღვთის წყალობით, თავს კარგად უვლის. ყოჩაღად არიან.

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X