22:27 | 2020-07-16 ავტორი: Prime Time

ასეთ მდგომარეობას ბათუმში ვერავინ ვერ წარმოიდგენდა – ფოტოები ზღვისპირა ქალაქიდან

ასეთ მდგომარეობას ბათუმში ვერავინ ვერ წარმოიდგენდა – ფოტოები ზღვისპირა ქალაქიდან

პოსტპანდემიურ ზაფხულს დამსვენებელი ზღვის სანაპიროზე არ ატარებს. განსავითარებელიშიდატურიზმი ივლისის თვეში, ზღვაზე, აშკარად არ ამუშავდა.

 

„პრაიმტაიმის“ ობიექტივში ბათუმის ცარიელი კაფეები მოხვდა. ფოტოები კაფეების ე.წ. „თრეფიკის“ დროს არის გადაღებული – 19 საათიდან 21-ი საათის ჩათვლით.

თუმცა როგორც ხედავთ, პირველი ზღვისპირა ქალაქის ღია კაფეები ძირითადად ცარიელია. კაფეების მიმტანები მოწყენით ამბობენ, რომ ივლისში ასეთი სეზონი ჯერ არ უნახავთ.

 

 

„ალბათ, პანდემიის ბრალია. ექიმების რეკომენდაციას ითვალისწინებენ თუ უფულოდაა ხალხი, ფაქტია, ვერ ვმუშაობთ“ ,- “პრაიმტაიმს” პასუხობს ერთ-ერთი კაფის მიმტანი.

 

 

რეგულაციას არც შეზლონგების გამქირავებლები ითვალისწინებენ და დაანონსებულ უსაფრთხოების წესებს არავინ ასრულებს. ადგილებზე, რომლებიც „პრაიმტაიმმა“ დააფიქსირა, შეზლონგებს სპირტით არავინ წმენდს…

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები