18:56 | 2020-09-18 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

“ასე თუ მიშლიდა წონა ხელს ყველაფერში, არ მეგონა” – ბუბა კიკაბიძის პროდუსერი დაკლებულ კილოგრამებზე და ტრანსფორმაციაზე

“ასე თუ მიშლიდა წონა ხელს ყველაფერში, არ მეგონა” – ბუბა კიკაბიძის პროდუსერი დაკლებულ კილოგრამებზე და ტრანსფორმაციაზე

ცნობილმა ქართველმა პროდუსერმა რატი აბზიანიძემ კარანტინის პერიოდი ნაყოფიერად გამოიყენა და სრული ტრანსფორმაცია განიცადა.

 

ბუბა კიკაბიძის, ნუცა ბუზალაძის და სხვა ცნობილი მომღერლების მენეჯერს, ფაქტიურად ვეღარც იცნობთ, რადგან მან რამდენიმე ათეული კილოგრამი დაიკლო.

 

როგორ მოახერხა ეს, ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ თავად რატი აბზიანიძემ უამბო.

 

– ძალიან ცუდი რეჟიმი მქონდა, პროდუსერი ყველაზე სტრესული სამსახურია მსოფლიოში. სულ მუშაობ, ღამეების გათენება გიწევს, ამან იმოქმედა ჩემს წონაზე და ბოლოს 127 კილოგრამი გავხდი.

 

ერთ დღეს გადავწყვიტე თავისთვის მიმეხედა, სიმსუქნე მხოლოდ ესთეტიური პრობლემა არ ყოფილა, საქმეშიც ხელს მიშლიდა და ჯანმრთელობის პრობლემებიც შემექნა, მაწუხებდა წნევები, ვიყავი მუდმივად მოდუნებული, მეზარებოდა ყველაფერი, ამიტომ მე და ჩემმა ბიძაშვილმა ნატა გაგუას მივმართეთ.

 

ქალბატონო, დაორსულება როგორ ვერ გაიგეთ, მარტო იყავით? - ექიმის ფრთიანმა ფრაზებმა სოციალური ქსელი გაახალისა
2020-09-18ქალბატონო, დაორსულება როგორ ვერ გაიგეთ, მარტო იყავით? - ექიმის ფრთიანმა ფრაზებმა სოციალური ქსელი გაახალისა

 

წონას სტუდენტობის პერიოდიდან ვებრძვი, მაგრამ ის დიეტები ძალიან მსტრესავდა, ცუდად მოქმედებდა ჩემს განწყობებზე, რადგან ძირითადად უგემური საკვები უნდა მიიღო ე.წ. ცნობილი დიეტებით, ნატა გაგუამ კი საერთოდ შემიცვალა წარმოდგენა დიეტაზე და ახლა უკვე ისე კარგად ვარ გაათმაგებულ ენერგიას ვგრძნობ.

 

– რა დიეტა შეგირჩიათ ნატა გაგუამ და რამდენი კილოგრამი დაიკელით?

 

– დავიწყოთ იქედან, რომ ნატა თავიდანვე სწორად მომიდგა ფსიქოლოგიურად. თუ სწორი რეჟიმით ცხოვრებას არ დაიწყებ, დიეტა ვერ გიშველის. პირველ რიგში ძილის პრობლემა უნდა მომეგვარებინა, ყველაზე მეტად ზედმეტი კილოგრამების დაგროვებას, სწორედ არასწორი ძილის რეჟიმი უწევს პროვოცირებას.

 

რაც შეეხება რაციონს, ჩემი გემოვნების შესაბამისი მენიუ დამიწერა, ყველაფერს მივირთმევდი, ნახშირწყლებს, პურს, ხორცს, ოღონდ ზომიერად. დღეში ოთხჯერ ვიკვებებოდი. ასევე ყოველდღიურად დავდიოდი რამდენიმე კილომეტრს და საბოლოო ჯამში, პირველივე თვეში დავიკელი 12 კილოგრამი.

 

2020-09-18"მჯეროდა დედის და ბებიის ლოცვა გადაარჩენდა..." - ჯაბა ბოჯგუას კოლეგები იხსენებენ

 

ამის შემდეგ, იუთუბზე იმ ბლოგერებს ვუსმენდი, რომელმაც დიდი წონა დაამარცხა. პანდემიის პერიოდი კარგად გამოვიყენე, დიდი დრო დავუთმე საკუთარ თავს და 41 კილოგრამი დავიკელი.

 

ხასიათიც შემეცვალა. ასე თუ მიშლიდა წონა ხელს ყველაფერში, არ მეგონა.

 

დაბუჟება, მომატებული ქოლესტერინი და წნევები, ახლა სად გაქრა არ ვიცი.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენტარი - +