fbpx
16:27 | 2020-12-24 ავტორი: Prime Time

ასე განუმარტა გიორგი გახარიამ ბერაძეს სხვაობა სამომხმარებლო კალათასა და სამომხმარებლო მინიმუმს შორის

ასე განუმარტა გიორგი გახარიამ ბერაძეს სხვაობა სამომხმარებლო კალათასა და სამომხმარებლო მინიმუმს შორის

პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, რიმა ბერაძემ გიორგი გახარიას მიმართა და ჰკითხა, ფასების ზრდის ფონზე საჭიროა იქნება თუ არა სამომხმარებლო კალათის დღეს არსებული ზღვრული ნორმის გადახედვა.

 

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ განუმარტა, რომ სამომხმარებლო მინიმუმი და სამომხმარებლო კალათა სხვადასხვაა.

„ამ კაცისთვის სიცოცხლის ბოლომდე გამოვაგზავნი 50 დოლარს, ხორცი უყიდეთ
2020-12-13„ამ კაცისთვის სიცოცხლის ბოლომდე გამოვაგზავნი 50 დოლარს, ხორცი უყიდეთ" - ვინ არის მოხუცი ბაბუ, რომელსაც ემიგრანტის ემოციური წერილი ეძღვნება

 

„ქალბატონო რიმა, ცოტა აგერიათ სამომხმარებლო კალათა და სამომხმარებლო მინიმუმი. სამომხმარებლო მინიმუმი, როგორც ასეთი, ეკონომიკური პარამეტრი აღარ არსებობს, არ გამოიყენება უკვე არსად. პოსტსაბჭოთა სივრცეშიც ერთადერთი ქვეყანა ჩვენ დავრჩით და ეს სამომხმარებლო მინიმუმი დასავიწყებელია.

 

სამომხმარებლო კალათა არის შეფასებითი ერთეული, რომელსაც საქსტატი ადგენს და ამას უფრო მაკროეკონომიკური განზომილება აქვს. ის, რომ ლარის კურსს პირდაპირი სოციალური მნიშვნელობა აქვს, ეს ძალიან კარგად გვესმის, მაგრამ სამომხმარებლო მინიმუმთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს.

 

ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ როგორც კი რამდენიმე პუნქტით ლარის კურსი უფასურდება, ამას თითოეული ჩვენი მოქალაქე გრძნობს.

 

ამისთვის კი, მიუხედავად იმისა, რომ გლობალური ეკონომიკური კრიზისია და ვერცერთი ცალკე აღებული ქვეყანა ამას მარტო ვერ გაუმკლავდება, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ლარის კურსზე წნეხი მინიმუმამდე დავიყვანოთ. იქ, სადაც არის ამის შესაძლებლობა, ჩვენს მოქალაქეებს მიზნობრივად, სოციალურად დავეხმაროთ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი: Prime Time
X