15:18 | 2021-03-02 ავტორი: მარი ჯაფარიძე

ასე გამოიყურებიან „როცა აყვავდა ნუშის“ გმირები, წლების შემდეგ

ასე გამოიყურებიან „როცა აყვავდა ნუშის“ გმირები, წლების შემდეგ

რეჟისორმა, ლანა ღოღობერიძემ „როცა აყვავდა ნუში“ 1972 წელს გადაიღო. მაყურებელმა მაშინვე შეიყვარა ფილმიც და პერსონაჟებიც.

 

წლების წინ ლანა ღოღობერიძე იხსენებდა, რომ ფილმის სცენარი რეალურ ამბავზეა აგებული. „მაშინ ერთი შემზარავი ამბავი მოხდა – ავარიაში ახალგაზრდა დაიღუპა. მოხდა­ ისე, რომ გარდაცვლილი დაადანაშაულეს, თითქოს ის იჯდა საჭესთან… გარკვეულწილად, ამ ამბავმა­ გვიბიძგა სიუჟეტის შესაქმნელად, ამასთან, მართლაც ვხედავდით პრობლემას, რომელიც ეხებოდა გავლენიანი, მდიდარი, საქმოსანი, ყოვლისშემძლე მამების დამოკიდებულებას, შვილებისადმი“. – წერდა რეჟისორი.

 

ფილმის მთავარი პერსონაჟი ზურა ყიფშიძის გმირია – მდიდარი მამიკოს გათამამებული ბიჭი, რომელსაც ყველა სურვილი უსრულდება.

„დღემდე ამ ფილმზეა ლაპარაკი, არადა 70 ფილმში ვმონაწილეობდი. გაცილებით სერიოზული როლები მითამაშია, ავიღოთ თუნდაც ჩოხელის „ცოდვის შვილები”. ამ ფილმის არ მრცხვენია. ,,როცა აყვავდა ნუში” არ მიყვარდა. დღეს ამ ფილმს სხვა გადასახედიდან ვუყურებ. თუ მსახიობის ოსტატობაზე ვისაუბრებთ, ქალბატონი ლანას დამსახურებაა, რომ გოგა ფიფიამ, რომელიც არ იყო მსახიობი, როლი ზუსტად ,,გააკეთა”. მაგას უფრო ვაფასებ, ვიდრე ჩემს პრანჭიკელობას – გაბუშტული ტუჩებითა და ბაკენბარდებით, – ამბობს ზურაბ ყიფშიძე.

 

 

ზურას შეყვარებულს – ხათუნას მომხიბლავი გოგონა, თინა ვარდანაშვილი განასახიერებდა. ის არ იყო მსახიობი… „მთელმა საქართველომ ამ ერთადერთი ფილმით გამიცნო. მასზე დღესაც სიყვარულით ლაპარაკობენ და მეც ბედნიერი ვარ. ნუშის ყვავილობის ხანა ჩემი ცხოვრების ყველაზე ლამაზი დროა”. – იხსენებდა მსახიობი.  თინა 2016 წლის ივნისში გარდაიცვალა.

 

 

ამ ფილ­მი­დან გა­იც­ნეს ქარ­თველ­მა კი­ნო­მოყ­ვა­რუ­ლებ­მა გოგა ფი­ფიაც, რო­მელ­საც მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე არას­დროს უოც­ნე­ბია. ის ექიმი გახლდათ. სამ­წუ­ხა­როა, რომ გოგა ფი­ფი­ა სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რდა, 59 წლისა გარ­და­იც­ვა­ლა.

 

 

ფილმში თამაშობდნენ ისეთი­ მეტრებიც, როგორებიც არიან: სესილია თაყაიშვი­ლი, დოდო აბაშიძე, მნიშვნე­ლოვანი იყო ჭაბუა ამირეჯიბიც, რომელმაც დიდი სიამოვნებით განასახიერა მამის როლი.

 

ავტორი: მარი ჯაფარიძე


X