14:36 | 2020-03-20 ავტორი: Prime Time

ასე ელოდება ბავშვებს – დაცარიელებული „ვაკის პარკი“ და გაჩერებული ატრაქციონები

ქვეყანაში კორონავირუსის საფრთხით გამოწვეული შეზღუდვები მოქალაქეებს აიძულებს დარჩნენ სახლში და გარეთ მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გავიდნენ. ასეთია სპეციალისტების რეკომენდაცია.

 

#დარჩისახლში – ეს საყოველთაო კამპანია აისახა ბავშვებზეც. დროებით დაიხურა საბავშო ბაღები და სკოლები, თუმცა ვირუსის შიშით ბავშვები ნაკლებად გაჰყავთ სკვერებსა და პარკებშიც.

 

 

„ვაკის პარკი“ დედაქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური და დიდი პარკია. იქ ბავშვები ყოველდღე დილიდან სერინობენ, თამაშობენ, ატრაქციონებზე ერთობიან, თუმცა კორონავირუსის გამო დღეს იქ ბავშვების ჟრიამული ნაკლებად ისმის.

 

თვალშისაცემია გაჩერებული ატრაქციონები და ცუგა, რომელიც თითქოს დილიდან ელის პატარებს.

 

ნახეთ ფოტო-რეპორტაჟი „ვაკის პარკიდან“.

 

ავტორი: Prime Time

დატოვე კომენტარი