11:15 | 2020-03-25 ავტორი: თათია ცუკოშვილი

ასაკოვან პაციენტს სეფსისის დიაგნოზიც უდასტურდება – ეზუგბაია 

ასაკოვან პაციენტს სეფსისის დიაგნოზიც უდასტურდება – ეზუგბაია 

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში ყველაზე მძიმე პაციენტს, ასაკოვან ქალს სეფსისის დიაგნოზიც დაუდასტურდა.

 

„ყველაზე მძიმე პაციენტი  ასაკოვანი ქალბატონია, რომელზეც ვსაუბრობთ ხოლმე, რომ არის რისკის შემცველი თავისი ასაკისა და თანდართული ნევროლოგიური დაავადების გამო.

მას პარალელურ რეჟიმში აქვს გულსისხლძარღვთა დაავადება. შემიძლია გითხრათ, რომ დაავადება პროგრესირებს – უკვე ორმხრივ პნევმონიასთან ერთად მასთან სეფსისის დიაგნოზიც დასტურდება. მიმდინარეობს მისი მკურნალობა.  წინასწარი პროგნოზი შეუძლებელია, ვნახოთ, დინამიკაში როგორი სიტუაცია იქნება”, – განაცხადა  ეზუგბაიამ.

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 73-მდე გაიზარდა.

 

მათ შორის გამოჯანმრთელებულია 10 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში 4055, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252 ადამიანი იმყოფება.

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები