00:49 | 2021-06-02 ავტორი: Prime Time

არც ვიცი რით დავამთავრო ეს პოსტი… ძალიან მტკივა ეს დაუსრულებელი დუმილი… – ხათუნა ხოფერია ირაკლი იმნაიშვილის ისტორიას ეხმიანება

არც ვიცი რით დავამთავრო ეს პოსტი… ძალიან მტკივა ეს დაუსრულებელი დუმილი… – ხათუნა ხოფერია ირაკლი იმნაიშვილის ისტორიას ეხმიანება

რუს­თა­ვი 2“-ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი, ირაკ­ლი იმ­ნა­იშ­ვი­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნიარუს­თა­ვი 2″-ზე, გა­და­ცე­მაფა­რულ კონ­ვერტსსტუმ­რობ­და, სა­დაც  ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმის ჟურნალისტური გამოძიების დეტალები გაიხსენა.

 


იმნაიშვილის საეთერო საუბრის შემდეგ, ვრცელი პოსტი დაწერა ყოფილმა პარლამენტარმა ხათუნა ხოფერიამ “ფეისბუქზე”:

 

“ირაკლი იმნაიშვილი ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმის ჟურნალისტური გამოძიების დეტალებს იხსენებს…

 

C ჰეპატიტის შემდეგ სიმსივნე - ირაკლი იმნაიშვილი მძიმე სენზე პირველად საუბრობს
2021-05-31C ჰეპატიტის შემდეგ სიმსივნე - ირაკლი იმნაიშვილი მძიმე სენზე პირველად საუბრობს

 

თითქოს მიყუჩდება ხოლმე ამ ტრაგედიის ტკივილი. მერე ღამით, ან ვინმესთან საუბრისას, ან ასეთი ინტერვიუს მოსმენისას გაგახსენდება და…სიცოცხლე არ გინდა…
რამდენმა ადამიანმა გავიარეთ ეს საშინელი წნეხი, მუქარები, ცემა,

 

იარაღის ჩარტყმა…  გაიგე! ზედმეტს ნუ ტლიკინებ…

 

და მაინც პროკურატურაში მიცემული ჩვენებები, ბრიფინგები, ინტერვიუები… და რა… არც არაფერი შეურაცხყოფის მეტი!

 

მკვლელები კი ისევ დაბრუნდნენ! ისევ თითს გვიქნევენ! – გვეუბნებიან და… და ჩვენც ვაყენებთ!
ადვილია მართო მკვლელი, როდესაც მამხილებელი ფაქტები შენს ხელთაა… ჰო და, აი, პარლამენტშიც შევიდნენ!

 

არც ვიცი რით დავამთავრო ეს პოსტი… ბოდიში ვუთხრა ზურას… მივაფურთხო ამ ხელისუფლებას, რომელმაც პარტნიორი “მეგობრების” რჩევა გაითვალისწინა და პრაქტიკულად გამოძიებული საქმე თაროზე შემოდო…

არ ვიცი…. უბრალოდ, ძალიან მტკივა საკუთარი უსუსურება, შელახული თავმოყვარეობა და მეგობრის ღალატი….

ძალიან მტკივა ეს დაუსრულებელი დუმილი…”- წერს ხოფერია.

 

 

 

 

ავტორი: Prime Time


X

error: Content is protected !!