10:55 | 2020-06-25 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

არც სახლებს ვქირაობდით, არც კლუბების უჰაერობაში ვიგუდებოდით, მაგრამ საუკეთესო დღეებს ვაწყობდით – მამა პეტრე

არც სახლებს ვქირაობდით, არც კლუბების უჰაერობაში ვიგუდებოდით, მაგრამ საუკეთესო დღეებს ვაწყობდით – მამა პეტრე

არც სახლებს ვქირაობდით, არც კლუბების უჰაერობაში ვიგუდებოდით, მაგრამ საუკეთესო დაბადების დღეებს, ბანკეტებს და კარნავალებს ვაწყობდით, – ამ შინაარის პოსტს მამა პეტრე სოციალურ ქსელში წერს.

 

„ერთი რამ ძალიან გასათვალისწინებელია. ამ ბოლო დროს ტენდენციური გახდა მოზარდებში დაბადების დღეების და სხვა აღსანიშნავი დღესასწაულების მშობლების და უფროსების გარეშე გადახდა.

 

ისინი მიდიან, ცხადია, ოჯახის წევრების ნებართვით და ქირაობენ კერძო სახლებს, აგარაკებს და აბსოლუტურად უკონტროლო სიტუაციაში იმყოფებიან.

 

ვინ არის ევროპის ჩემპიონი, რომელიც გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების საქმეზე დაკითხეს
2020-06-25ვინ არის ევროპის ჩემპიონი, რომელიც გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების საქმეზე დაკითხეს

 

ხშირად ფიქსირდება უამრავი უბედური შემთხვევა. ან ზედმეტი ალკოჰოლის, ან ნარკოტიკის გამო ყველაფერი ფატალურად მთავრდება.

 

ამ უნორმობას ემატება სხვა ტიპის აღვირახსნილობები, წრეგადასული ურთიერთობები, რომელიც მათთვის ნორმად ყალიბდება და განსხვავებულ აზრს არასდროს მიიღებენ.

 

მშობლებთან იმით „ვაჭრობენ“, რომ გარეთ ხომ არ იქნებიან, ან კლუბში ხომ არ იკრიბებიან, სახლს ქიარობენ და იქ უფრო „დაცულად“ იგრძნობენ თავს.

 

მშობლებიც ამ მაცდური წინადადებით „მშვიდდებიან“, „მთავარია, ქუჩაში არ იწანწალებენ“-ს პრინციპით და მათგან დამოუკიდებლად ხელს უწყობენ საშინელ უბედურებებს.

 

არ გააძევოთ იმის გამო, რომ თმა ვარდისფერი აქვთ, ნურავინ დაემუქრება… - პეტრე კოლხი 
2020-05-21არ გააძევოთ იმის გამო, რომ თმა ვარდისფერი აქვთ, ნურავინ დაემუქრება… - პეტრე კოლხი 

 

არის შემთხვევა, როცა ძალიან კატეგორიული უნდა იყო.

 

არც სახლებს ვქირაობდით, არც კლუბების უჰაერობაში ვიგუდებოდით, მაგრამ საუკეთესო დაბადების დღეებს, ბანკეტებს და კარნავალებს ვაწყობდით…

 

თავი არ მოიტყუოთ, არ მისცეთ ბავშვებს ამ ტიპის ბუნაგების მოწყობის უფლება, სადაც ვითომ თავისუფლად არიან და სინამდვილეში ყველა ამორალიზმს ემონებიან…

 

ამას მოყვება ქუჩური გარჩევებიც და დაუვიწყარი ტრაგედიები!..“, – წერს მამა პეტრე.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენატარი - +

X