fbpx
19:56 | 2020-09-10 ავტორი: თამარ გონგაძე

“არც კი ვიცი, რა გავაკეთე ისეთი, შენი თავი რომ გამომიგზავნა ღმერთმა!” – თეონა დვალი

“არც კი ვიცი, რა გავაკეთე ისეთი, შენი თავი რომ გამომიგზავნა ღმერთმა!” – თეონა დვალი

იტალიაში მოღვაწე ქართველი მეცო სოპრანო, თეონა დვალი დღეს ქორწინების სამი წლისთავს აღნიშნავს. თეონა ამჯერად საქართველოშია – პირველად შვილთან ერთად. მისი იტალიელი ქმარი, ჯაკომო რაკუნო კი ჩვენს ქვეყანას, ცოლის წყალობით, უკვე კარგად იცნობს. მომღერალი სოციალურ ქსელში წერს:

 

თეონა დვალი: – 2017 წლის 10 სექტემბერი ყველაზე ბედნიერი დღე იყო ჩვენს ცხოვრებაში, რადგან ამ დღეს შევუღლდით. არ მჯერა, რომ უკვე სამი წელი გავიდა! წლები ბედნიერების, ულევი სიხარულის, სითბოსი.

 

 

არც კი ვიცი, რა გავაკეთე ისეთი, შენი თავი რომ გამომიგზავნა ღმერთმა! დარწმუნებული ვარ, რომ გველის დაუვიწყარი დღეები პატარა მატილდესთან ერთად და მე ერთი სული მაქვს შენთან ხელჩაკიდებულმა ვიარო მთელი ცხოვრება უსასრულობამდე. გილოცავ ქორწინების იუბილეს, ჩემო სიყვარულო. უზომოდ მიყვარხარ.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

X