fbpx
18:09 | 2020-04-10 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

არც კათოლიკე ეკლესია საქართველოში და არც სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ეპარქია არ იცავენ კარანტინს – ბასილ კობახიძე

არც კათოლიკე ეკლესია საქართველოში და არც სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ეპარქია არ იცავენ კარანტინს – ბასილ კობახიძე

თეოლოგი ბასილ კობახიძე, რომელმაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლობა საკუთარი ინიციატივით, პროტესტის ნიშნად დატოვა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

ყოფილი სასულიერო პირი ეკლესიაში კორონავირუსის გავრცელების საფრთხეებზე საუბრობს და კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსსა და სომხური ეკლესიის არქიმანდრიტს მიმართავს.

 

„პრაიმტაიმი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

 

„შეგნებული ხალხი არიან ჩვენი მუსლიმები, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია და კიდევ სხვები, რომლებიც მკაცრად იცავენ კარანტინს.

 

მაგრამ საპატრიარქოს წამხედურობით, არც კათოლიკე ეკლესია საქართველოში და არც სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ეპარქია არ იცავენ კარანტინს.

 

მივმართავ კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს და სომხური ეკლესიის ეპარქიის ხელძღვანელ არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანს, რომ ესენი არიან ბნელი არამზადები, რომლებიც სასიკვდილო საფრთხეში აგდებენ თავის მრევლს და დროზე მოეგონ გონს.“ – წერს ბასილ კობახიძე.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X