fbpx
18:57 | 2020-05-21 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

„არც აქანა გამაჩერეს, არც იქანა მიმიღეს“ – სად გააგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას ვანო მერაბიშვილი

„არც აქანა გამაჩერეს, არც იქანა მიმიღეს“ – სად გააგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას ვანო მერაბიშვილი

გიგი უგულავას განცხადებამ და შემდეგ ამ განცხადებაზე „ნაციონალური მოძრაობის“ რეაქციამ ექსპერტ გია აბაშიძეს ცნობილი ფრაზა გაახსენა – „არც აქანა გამაჩერეს, არც იქანა მიმიღეს“.

 

– მე თავიდანვე ვთქვი, რომ მერაბიშვილმა პოლიტიკური თვითმკვლელობა ჩაიდინა. როდესაც ციხის კიბის საფეხურზე გამოსვლისთანავე, გადატრიალებაზე გააკეთა განცხადება.

 

ამ განცხადების შემდეგ, ის პოლიტიკური კეთროვანი გახდა, ნებისმიერი ოპოზიციური პარტიისთვის.
მასთან ერთად სიაში ყოფნა თუ მაჟორიტარობა, პოლიტიკური და მორალური ცოდვა იქნება.

 

ნაციონალურ მოძრაობაში იქნება! - უგულავა მერაბიშვილზე
2020-05-20ნაციონალურ მოძრაობაში იქნება! - უგულავა მერაბიშვილზე

 

თავიდანვე შესამჩნევი იყო, რომ ციხეში ყოფნის პერიოდი მან ცუდად გამოიყენა. ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში ჰიტლერის ციტატები მოიყვანა და არა კლასიკოსების.

 

ეტყობა არასწორი ლიტერატურა წაიკითხა საკანში და უძლეველი ვანო მერაბიშვილის იმიჯი სრულიად გაქრა, აღარც დაბრუნდება.

 

– ახალხციხეში მაჟორიტარად თუ იყრის კენჭს, თუნდაც „ნაციონალური მოძრაობის“ დახმარებით, რა შანსები აქვს?

 

– არ მგონია კეთილგონიერმა ახალციხელებმა, ან საქართველოს ნებისმიერი კუთხის ამომრჩეველმა შემოხაზონ ჯალათი მერაბიშვილის სახელი.

 

ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით, გუშინ გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია, თუმცა სალომე სამადაშვილმა და რომან გოცირიძემ განაცხადეს, რომ მერაბიშვილის პარტიის წევრობაზე საუბარი არ ყოფილა.

 

 

ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრება სოციალურ ქსელში გაავრცელა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ.

 

„ვანო მერაბიშვილზე. დღეს დამიკავშირდნენ მედიიდან კითხვებით ვანო მერაბიშვილის აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით.

 

ვინაიდან თავად ვ.მერაბიშვილს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, მე მხოლოდ ჩემი პირადი მოსაზრების გაზიარებით შემოვიფარგლები.

 

 

ვანო მერაბიშვილის „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაწევრიანებაზე პარტიაში საუბარი არ ყოფილა - რომან გოცირიძე
2020-05-21ვანო მერაბიშვილის „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაწევრიანებაზე პარტიაში საუბარი არ ყოფილა - რომან გოცირიძე

 

რასაც ვაკვირდები, ბოლო პერიოდია ბევრნი, ვინც ფეხქვეშ დაახლოებით ფიანდაზად ეფინებოდნენ ხელისუფლებაში მყოფ ვ. მერაბიშვილს და ერთმანეთს ეცილებოდნენ მის ქება-დიდებაში,

 

დღეს რაღაცნაირად თითქოს ერთმანეთს ეცილებიან იგივე ვ.მერაბიშვილის გაკიცხვასა თუ ირიბ კრიტიკაში.

 

ვ. მერაბიშვილს არც ვიცნობდი, დაპატიმრებამდე ერთხელ მყავდა ნანახი და მხოლოდ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ გავიცანი.

 

მის გაცნობამდე კი არაერთხელ ჩავსულვარ სამცხე-ჯავახეთში და კარგად ვიცი ხალხის, ამ რეგიონის ამომრჩევლის დამოკიდებულება ვ. მერაბიშვილისადმი.

 

სწორედ ეს ამომრჩეველი წყვეტს და გასცემს უფლებას ვინ ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესებში და ვინ არა. არავის აქვს უფლება პოლიტიკაში ჩართვის უფლება ჩამოართვას მას, ვისაც ამ უფლებას აძლევს ამომრჩეველი.

 

ვ. მერაბიშვილმა თითქმის იმდენივე წელი გაატარა სამარტოვე საკანში, რამდენიც ხელისუფლებაში. ბევრს მასზე შეხედულება შეეცვალა, ბევრისთვის მისაღებია, ბევრისთვის კვლავაც მიუღებელი.

 

პარტიას მერაბიშვილზე არ უმსჯელია! - სამადაშვილი ვანო მერაბიშვილის პოლიტიკურ არჩევანზე
2020-05-20პარტიას მერაბიშვილზე არ უმსჯელია! - სამადაშვილი ვანო მერაბიშვილის პოლიტიკურ არჩევანზე

 

სწორედ ამისთვისაა არჩევნები და თუ ვანო მერაბიშვილი გადაწყვეტს რომ კენჭი იყაროს სამცხე-ჯავახეთში, რეგიონში, რომელიც დღეს კლასიკური მაფიოზის ენძელ მკოიანის ხელშია და იარაღით ხელში დარბის აღმართ- დაღმართ, არა მგონია მისმა ამ გადაწყვეტილებამ ან ქვეყანა დააზიანოს, ან ოპოზიცია…

 

 

ჩემი აზრით, ვანო მერაბიშვილი სამცხე-ჯავახეთში მოიპოვებს დამაჯერებელ გამარჯვებას, მე ასე ვფიქრობ, სხვა ალბათ სხვაგვარად.

 

 

ამ ეტაპზე გადამწყვეტია, რას გადაწყვეტს თავად, რას გადაწყვეტს პარტია და შემდეგ უკვე რას გადაწყვეტს ხალხი“ – დაწერა მან.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენტარი - +

X