fbpx
12:23 | 2020-11-30 ავტორი: Prime Time

ართროზული ცვლილებები: დაუშვებელია მიდგომა – „ასაკშია, უნდა სტკიოდეს“

ართროზული ცვლილებები: დაუშვებელია მიდგომა – „ასაკშია, უნდა სტკიოდეს“

ჩვენს ქვეყანაში არც თუ ისე იშვიათია სხივ-მაჯის სახსრის პრობლემები, განსაკუთრებით ასაკოვან ადამიანებში. ართროზული ცვლილებები მოითხოვს შესაბამის მკურნალობას და როგორც ექიმი მიხეილ ლოლაძე ამბობს, აბსოლუტურად მცდარია აქამდე დამკვიდრებული მიდგომა – „ასაკშია, უნდა სტკიოდეს“.

 

მიხეილ ლოლაძე, ექიმი:

 

– ორთოპედია-ტრავმატოლოგია ადამიანის ჯანმრთელობის ისეთ საკითხებს ემსახურება, რომელიც საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის გამართულად ფინქციონირებას უკავშირდება. მყეს-იოგოვანი სისიტემა ჩვენს აქტიურ და ხარისხიან ცხოვრებაში უდიდეს როლს ასრულებს, შესაბამისად მათი სწორი ფუნქციური დატვირთის გარეშე  უბრალოდ ხეიბარი ვიქნებით.

 

– სად მიიღეთ ყველაზე დიდი პრაქტიკა?

 

– სტუდენტობის პერიოდში ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში ვმუშაობდი და შეიძლება ითქვას, პროფესიულად იქ ავიდგი ფეხი, შემდეგ იყო რეზიდენტურის პერიოდი, ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები იყო გერმანიაში, სადაც პირველად გავეცანი ზოგიერთ ისეთ საკითხს, რაც იმ პერიოდში საქართველოში ჯერ არ იყო აქტიურად დანერგილი, მათ შორის – მხრის სახსრის ენდოპროტეზირება, მენჯ-ბარძაყის ენდოპროტეზირების ისეთი მიდგომა მინიმალური ინვაზიით, რაც ახლა ინერგება ჩვენთან. თუმცა ეს მიმართულება დღეს კარგი ტემპით ვითარდება და ვფიქრობ, საქართველოში ტრავმატოლოგია-ორთოპედია უკვე დგას შესაბამის მოწოდების სიმაღლეზე და იგივე სირთულის ოპერაციებს ისეთივე წარმატებით ვახორციელებთ რასაც დაახლოებით 5 წლის წინ  ევროპის წამყვანი სამედიცნო კლინიკები აკეთებდნენ.

 

– გაიზარდა მოთხოვნა მინიმალურ ინვაზიაზე?

 

– დიახ, დღეს მოთხოვნა არის არამხოლოდ იმაზე რომ კარგად მოძრაობდეს ადამიანი და არ აწუხებდეს ტკივილი, არამედ დაცული უნდა იყოს ესთეტიური მხარეც და მაქსიმალურად იყოს დაზოგილი ქსოვილები, ამ შემთხვევაში წამყვანი როლი აქვს ართროსკოპიულ მკურნალობას, ე.წ უსისხლო ოპერაციებს, რაც ძირითადად მსხვილ სახსრებზე ხორციელდება, ეს არის მენისკების დაზიანება, წინა ჯვარედინა იოგის დაზიანება, რაც ხშირია სპორტსმენებზე, ასევე სამთო კურორტებზე მიღებული ტრავმების შედეგად. ჩვენს კლინიკაში დავიწყეთ სხივ მაჯის სახსრის ართროსკოპია, რისთვისაც გვაქვს შესაბამისი ძალიან ძვირადღირებული აღჭურვილობა.

 

– რა ხდება მაჯის გვირაბის სინდრომის დროს?

 

– მაჯის გვირაბის სინდრომის დროს შუათანა ნერვი ყვება მის ქსოვილებში, ვითარდება ფიბროზული შეხორცებები, ზეწოლა ხდება ნერვზე და საჭიროა მისი გათავისუფლება, არის თუ არა საჭირო ასეთ დროს ოპერაცია ამის განსაზღვრისთვის საჭიროა შესაბამისი კვლევის ჩატარება, უნდა ინახოს რა დონეზე ხორციელდება ზეწოლა, რამდენი პროცენტითაა შეზღუდული ნერვის ფუნქცია და ა.შ. ოპერაცია რასაც ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ მაჯის გვირაბის სინდრომის მკურნალობის ბოლო ეტაპია.

 

– თუ დადაგა ოპერაციის საჭიროაბა, არის გარანტია, რომ ეს პრობლემა აღარ შეგვაწუხებს?

 

– სტატისტიკურად ამ ოპერაციების შედეგიანობა საკმაოდ მაღალია, რადგან ტრავმისგან განსხვავებით, მაჯის გვირაბის სინდრომის დროს ოპერაციით ვმკურნალობთ მიზეზს და არა შედეგს. თუმცა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ექიმთან მისვლამდე რამდენი ხნით ადრეა დაწყებული  ჩივილები, რადგან ხანგრძლივად ნერვზე ზეწოლა იწვევს მის დაზიანებას და ნერვული ქსოვილის აღდგენა აღარ ხდება. ამიტომ ოპერაციის შემდგომ შესაძლოა მოიხნას ტკივილი, მაგრამ გარკვეული პერიოდი დარჩეს ზოგიერთი ჩივილები, წლების განმავლობაში ნერვზე ზეწოლოთ გამოწვეული შედეგების ერთი ოპერაციით ალაგება შეუძლებელია, თუმცა მნიშვნელოვნად ხდება ადამიანის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესება.

 

– რას გვეტყვით სხვივ-მაჯის პრობლემებსა და მისი მკურნალობის მეთოდებზე?

 

– ჩვენს ქვეყანაში არც თუ ისე იშვიათია სხივ-მაჯის სახსრის პრობლემები, იგივე ართროზული ცვლილებები, რაც მოითხოვს შესაბამის მკურნალობას. აქამდე იყო მიდგომა – ასაკშია, უნდა სტკიოდეს. არავითარ შემთხვევაში, ადამიანი არ უნდა შეეგუოს ტკივილს. არსებობს ყველანაირი პირობა და ბევრი საშუალება იმისათის რომ ელემენტარულად ტკივილი გვაწუხებდეს. სხივ-მაჯის სახსრებში ძირითად პრობლემას წარმოადგენს ე.წ იმპიჯმენტი და სასახსრე ნაპრალის განლევა და დავიწროვება, რაც აქვთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ძირითადად მონოტონურ მოძრაობებს ასრულებენ.

 

რაც შეეხება მკურნალობის მეთოდებს, პირველ რიგში ხდება დიაგნოსტირება, თუ რასთან გვაქვს საქმე. მაქსიმალურად ვცდილობთ ვუმკურნალოთ კონსერვატიულად და არ მივიდეთ ოპერაციამდე. ჩემი მოწოდებაა ჩივილების გაჩენისთანავე მივიდეთ ექიმთან.

 

– რა შეგიძლიათ გვითრხათ ბრტყელტერფიანობაზე, მის სახეობებსა და ამ პრობლემით გამოწვეულ სირთულეებზე?

 

– ბრტყელტერფიანობის რამდენიმე სახეობა არსებობს, რომელიც ადგილზე ორთოპედის მიერ უნდა იქნას შეფასებული. საჭიროა ჩატარდეს შესაბამისი კვლევა. ბრტყელტერფიანობის ძირითადი კორეგირება ხდება ე.წ ღაბაშებით. ტერფი წარმოადგენს ადამიანის ძირითად და ყველაზე მთავარ საყრდენს, არამყარი საძირკველი წარმოადგენს მთელი სხეულის სტატიკური არასწორი დატვირთვის წინაპირობას. ბრტყელტერფიანობა იწვევს კოჭ-წვივის სახსრის დეფორმაციას, მუხლის დეფორმაციას, მენჯ-ბარძაყის და წელის ტკივილს, უფრო მეტიც, იყო შემთხვევები, როდესაც ბავშვები ღრმა ხარისხის ბრტყელტერფიანობით თავის ტკივილსაც კი უჩიოდნენ და მხოლოდ ღაბაშის სწორად შერჩევით მოვაგვარეთ ეს პრობლემა.

 

– რა ტიპის პაციენტები უნდა მოვიდნენ თქვენთან?

 

– მოდიან პაციენტები ნებისმიერი სირთულის მწვავე ტრავმით, ვგულისხმობ ძვლოვანი სისტემის დაზიანებას, მყეს იოგოვანი სისტემის დაზიანებას. რაც შეეხება ართროსკოპიას, ვაკეთებთ ოპერაციებს მინიმალური ინვაზიით, ასევე მხვილი სახსრების ენდოპროტეზირებას, მენჯ-ბარძაყის და მუხლის სახსრის ენდოპროტეზირებას.

 

– პრევენცისთვის რა საშუალება არსებობს?

 

– მწვავე ტრავმვის პრევენცია შეუძლებელია. რაც შეეხება ორთოპედიული კუთხით სახსრების მდგომარეობას, აქ ძირითად პრობლემას წარმოადგენს უძრავი მდგომარეობა, პასიური ცხოვრების წესი, ჩვენი მთავარი მესიჯია ვიცხოვროთ აქტიური, ჯანსაღი ცხოვრების წესით. ტრავმის შემთხვევაში ექიმთან მისვლამდე პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ ეს არის ტრავმირებული უბნის იმობილიზაცია და ყინულების დადება ადგილობრივად.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X