01:08 | 2020-03-18 ავტორი: სალომე ნეფარიძე

არსებობს კორონავირუსზე უარესი რამ, ფრაზა: ,,ეგ მხოლოდ მოხუცებს კლავს“ – გიორგი კეკელიძე

არსებობს კორონავირუსზე უარესი რამ, ფრაზა: ,,ეგ მხოლოდ მოხუცებს კლავს“ – გიორგი კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ არსებობს ახალ კორონვირუსზე უარესი რამ, ერთი ფრაზა, რომ „ვირუსი მხოლოდ მოხუცებს კლავს“.

 

„არსებობს კორონავირუსზე უარესი რამ. უამრავი. მათ შორის ერთია ფრაზა: ,,ეგ მხოლოდ მოხუცებს კლავს თურმე“, – წერს გიორგი კეკელიძე.

 

შეგახსენებთ, რომ 70 წელს ზემოთ საქართველოს მოქალაქეებისთვის გაცემულია რეკომენდაცია, რომ ისინი მაქსიმალურად მოერიდონ თავშეყრის ყველა ადგილს. ამის შესახებ გადაწყვეტილება 16 გამართული, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი.

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 34 შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინის რეჟიმში  1008 ადამიანია გადაყვანილი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 64 პაციენტი იმყოფება.

 

არსებობს კორონავირუსზე უარესი რამ. უამრავი. მათ შორის ერთია ფრაზა: ,,ეგ მხოლოდ მოხუცებს კლავს თურმე"#giorgikekelidze #გიორგიკეკელიძე

Gepostet von გიორგი კეკელიძე • Giorgi Kekelidze am Dienstag, 17. März 2020

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები