
„საკლასო ოთახებში მიღებულ განათლებას დისტანციური პროცესი ვერ შეცლის“, – განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ და აღნიშნა, რომ ეს დასკვნა ამ პერიოდში ჩატარებულ კვლევებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შედეგად მიღებულ ინფორმაციას ეყრდნობა.
„არსებობს გარკვეული გამოწვევები და ჩვენ ასევე გვაქვს კომუნიკაცია ფსიქოლოგებთან. განათლების სამინისტროს აქვს ცენტრი, სადაც ფსიქოლოგები მუშაობენ მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან, მშობლებთან“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მისივე თქმით, ბევრი გამოწვევის მიუხედავად, განათლების სამინისტრომ შეძლო, რომ სასწავლო პროცესი გამართული ყოფილიყო.