00:09 | 2020-03-27 ავტორი: Prime Time

Armani სამედიცინო ხალათებს შეკერავს

Armani სამედიცინო ხალათებს შეკერავს

მოდის სახლი Armani იტალიაში მდებარე საწარმოებს გადააკეთებს და სამედიცინო ხალათების შეკერვას დაიწყებს.

 

მანამდე კი, პანდემიის გავრცელების ფონზე მოდის სახლმა 1 მილიონზე მეტი ევრო მილანში მდებარე საავადმყოფოებისთვის გაიღო.

 

ცნობისთვის, იტალიაში ახალი კორონავირუსით ბოლო 24 საათში 662 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსის მსხვერპლთა რიცხვი 8 165-ს მიაღწია.

 

საერთო ჯამში კი, ინფიცირებულია 80 539 ადამიანი. ამ დროისთვის ვირუსისგან განკურნება  10 361-მა პაციენტმა შეძლო.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები