10:14 | 2021-09-14 ავტორი: Prime Time

არის თუ არა უსაფრთხო ბავშვებისთვის სკოლა – ნანა გეგეჭკორი საკუთარ გამოცდილებაზე

არის თუ არა უსაფრთხო ბავშვებისთვის სკოლა – ნანა გეგეჭკორი საკუთარ გამოცდილებაზე

ზოგიერთ კერძო სკოლაში სასწავლო წელი უკვე დაიწყო. საჯარო სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დისტანციურად, ხოლო 4 ოქტომბერს საკლასო ოთახებში განახლდება. ყველა მშობლის მთავარი საზრუნავი და საფიქრალი ახლა შვილის უსაფრთხოებაა.

 

​არის თუ არა ბავშვებისთვის უსაფრთხო საკლასო ოთახში მეცადინეობები? ამის შესახებ ამერიკაში მცხოვრები ექიმი, ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს.

 

„ბევრი მეკითხება, არის თუ არა უსაფრთხო ბავშვებისთვის სკოლა… ცხადია, ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს. ჩვენ დღეს დავიწყეთ სკოლა და მე საკლასო ოთახში სწავლება ავირჩიე. ჩემს გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს ამერიკული სასკოლო სისტემის მიმართ ნდობა, უსაფრთხოების საკითხში. ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში მივიღეთ წერილი, როგორ მოემზადებოდა სკოლა, ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმენალად, დელტა ვირუსის თავისებურებების გათვალისწინებით.

 

მომზადება გულისხმობს უამრავ წვრილმანს, დაწყებული სკოლის ინფრასტრუქტურით და დამთავრებული ქცევების შეზღუდვებით. შარშანდელმა სასკოლო წელმა დამარწმუნა, რომ ბავშვები ჩვენზე, დიდებზე გონიერები არიან და ზუსტად ასრულებენ მითითებებს, თუ აუხსნი, რატომ უზღუდავ ქცევას და რა სარგებლობა შეიძლება მოუტანოს სხვებს, მათ მიერ გაღებულმა მსხვერპლმა. შარშან ასე ვიარეთ სკოლაში და მთელი წელი უსაფრთხოდ დავასრულეთ.

 

მე ვენდობი ჩემს გონიერ გოგონებს, მათ არაჩვეულებრივ კლასელებს, თანაკლასელების მშობლებისა და მასწავლებელების წინდახედულობას. რამდენად უსაფრთხო აღმოჩნდება ეს წელი, ამას დრო გვიჩვენებს. გოგონების სკოლებში მასწავლებლებიც და მომსახურე პერსონალიც, უკლებლივ, აცრილია“, – წერს ნანა გეგეჭკორი.

 

 

ასევე წაიკითხეთ და ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X

error: Content is protected !!