21:17 | 2020-04-04 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

არის ქვეყნები, სადაც ექიმებს ერთი ნიღაბი აქვთ, ჩვენ აქამდე არ ვართ მისული – თამარ გაბუნია

არის ქვეყნები, სადაც ექიმებს ერთი ნიღაბი აქვთ, ჩვენ აქამდე არ ვართ მისული – თამარ გაბუნია

არის ქვეყნები სადაც ექიმებს ერთი ნიღაბი აქვთ, ჩვენ აქამდე არ ვართ მისული, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია „ქრონიკის“ ეთერში აცხადებს.

 

მისი განმარტებით, ქვეყანაში მედპერსონალისთვის საჭირო ინვენტარის ორი კვირის მარაგია.

 

„გვაქვს მედპერსონალისთვის აღჭურვილობის ორი კვირის მარაგები, რაც კარგი მაჩვენებელია. ფეხდაფეხ მივყვებით. ვცდილობთ წინმსწრებად შევქმნათ მარაგები. უნდა მოხდეს პირადი დაცვის საშუალებების რაციონალური გამოყენება. არის ქვეყნები, სადაც ექიმებს ერთი ნიღაბი აქვთ. ჩვენ აქამდე არ ვართ მისული.

 

95 ნომერი რესპირატორი ნიღბის რთული ფორმაა. იქ რთულია შეაღწიოს მცირე ნაწილაკებმა. ეს უნდა იყოს გამოყენებული რეანიმაციაში, საოპერაციოში. ამ რესპირატორის მორგებას ცოდნა სჭირდება,“ – აღნიშნა გაბუნიამ.

 

გაბუნიას განმარტებით, ბაზარზე არც სადეზინფექციო საშუალებების დეფიციტია.

 

„არის სადეზინფექციო საშუალების რეესტრი და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვიზირების გარეშე ხსნარი ბაზარზე ვერ მოხვდება. სპირტის შემცველი სადეზინფექციო საშუალებების მიმართ ვირუსი მგრძნობიარეა. თუმცა ხელის დაბანა რჩება მთავარ დანიშნულებად“, – აცხადებს თამარ გაბუნია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X