14:00 | 2020-04-17 ავტორი: თეონა ყაჭიური

არიან თუ არა რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაინფიცირებული ექიმები – ლევან გოფოძე პაციენტების მდგომარეობაზე

არიან თუ არა რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაინფიცირებული ექიმები – ლევან გოფოძე პაციენტების მდგომარეობაზე

რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფი პაციენტებიდან არცერთის მდგომარეობა არ არის კრიტიკულად მძიმე,- ამის შესახებ საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, კორონავირუსი საავადმყოფოს არცერთ მედიკოსს არ უდასტურდება..

 

„რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ იმყოფება 69 პაციენტი, აქედან 29 არის დადასტურებული ინფექციით. დანარჩენები არიან კვლევის ფაზაში.

 

დღეს ორი პაციენტი დაგვემატა, თუმცა გუშინ შემოყვანილი პაციენტებიდან, ვისაც ტესტირება ჩაუტარდა, კიდევ 8 პაციენტს დაუდასტურდა. თანდათანობით იმატებს მათი რიცხვი ჩვენთან.

 

საბედნიეროდ, არცერთი მათგანი არ არის კრიტიკულად მძიმე. რამდენიმეს აღენიშნება მძიმე პნევმონია და მიმდინარეობს მკურნალობა. მხოლოდ ერთი 16 წლის პაციენტი გვყავს“,- განაცხადა ლევან გოფოძემ.

 

მისივე თქმით, მათთან კლინიკა „თიმის“ ორი ექიმია მოთავსებული, რომელთა მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია.

 

ბოლო მონაცემებით: 

 

 

 

  • გარდაცვლილია სამი ადამიანი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები