fbpx
14:34 | 2020-11-03 ავტორი: Prime Time

არჩილ თალაკვაძემ დააკმაყოფილა სალომე სამადაშვილის მოთხოვნა, ციხეში გიორგი რურუა მოინახულოს

არჩილ თალაკვაძემ დააკმაყოფილა სალომე სამადაშვილის მოთხოვნა, ციხეში გიორგი რურუა მოინახულოს

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის მოთხოვნა, გიორგი რურუას ციხეში მონახულების შესახებ, დააკმაყოფილა, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესამსახური ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სალომე სამადაშვილს არ ეძლევა პენიტენციურ დაწესებულებაში გიორგი რურუას მონახულების საშუალება – არასწორია.

მსჯავრდებულებმა გიორგი რურუას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
2020-11-02მსჯავრდებულებმა გიორგი რურუას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

 

„სალომე სამადაშვილმა განცხადებით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს, დართოს ნება პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებული გიორგი რურუას მოსანახულებლად. აღნიშნული თხოვნა პარლამენტის თავმჯდომარემ დააკმაყოფილა.

 

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, პენიტენციურ სისტემაში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მოქმედებს, სალომე სამადაშვილს კოვიდ19-ზე PCR ტესტის გაკეთების შემთხვევაში, უსაფრთხოების წესების დაცვით, შეუძლია გიორგი რურუა მოინახულოს.

 

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სალომე სამადაშვილს არ ეძლევა პენიტენციურ დაწესებულებაში გიორგი რურუას მონახულების საშუალება – არასწორია“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X