13:15 | 2021-10-21 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

არჩილ ჩიქოვანი მეგის ქარდავას მოადგილე არასდროს ყოფილა – ბათუმის მერობის კანდიდატის განცხადება

არჩილ ჩიქოვანი მეგის ქარდავას მოადგილე არასდროს ყოფილა – ბათუმის მერობის კანდიდატის განცხადება

,,ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატმა არჩილ ჩიქოვანმა საგანგებო ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს უპასუხა.

 

„მინდა პასუხი გავცე იმ წარმოუდგენელ ბრალდებებს, ფაბრიკაციებს რასაც ნაციონალური მოძრაობა ბოლო პერიოდის განმავლობაში მიზანმიმართულად ავრცელებს ჩემი მისამართით. ნაცმოძრაობისგან განსხვავებით, საზოგადოებას და ჩვენს ამომრჩეველს არასოდეს ვაკადრებ არგუმენტებისა და ფაქტების გარეშე ვესაუბრო. ამიტომ, დღეს გავასაჯაროებ ყველა ინფორმაციას, რითაც საბოლოოდ ჩავხურავ ფეიქ-ნიუსებს და კიდევ ერთხელ ვამხელთ ამ ბნელ ძალას. როგორც კი გაჟღერდა მძიმე ბრალდებები ჩემი მისამართით, თითქოს სისხლის სამართლის საქმის არსებობის მიმდინარეობის ან ბრალეულობის შესახებ იყო კონკრეტული წარმოება დაწყებული, მივმართე აჭარის პროკურატურას.

 

დღეს მივიღე პროკურატურის პასუხი, რაც მინდა გავასაჯაროო და წარმოგიდგინოთ ჟურნალისტებს: პირველი, სისხლის სამართლებრივი დევნა ჩემს მიმართ არ არსებობს და არ მიმდინარეობდა არასდროს. მეორე, 2018 წლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ეხება და უკავშირდება ალამბარი-ზენითის საავტომობილო გზის სამუშაოების შესრულებასთან შესაძლო დანაშაულების ჩადენის ფაქტს, ჩემს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა ან რაიმე სახის ბრალეულობა არ დგინდება.

 

უფრო მეტიც, ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დასრულებულია, გამოვლენილია კონკრეტული დამნაშავე პირები და სახელმწიფოს აუნაზღაურდა გამოძიებით დადგენილი ზიანი. ამასთან ერთად, მინდა ხაზგასზმით აღვნიშნო იმ ყბადაღებულ თემასთან დაკავშირებით, რაც ეხება მეგის ქარდავას მოადგილეობის საკითხს. არჩილ ჩიქოვანი არც ერთი დღე, არც ერთი საათი არ ყოფილა მეგის ქარდავას მოადგილე და პირიქით, სასაცილოა ბრალდება ნაციონალური მოძრაობისა და იმ ბნელი ძალისგან, რომლის სახესაც წარმოადგენდნენ მსგავსი ტიპის ოდიოზური პიროვნებები, რომელმაც თავის წიაღში გამოზარდა სისხლის სამართლის დამნაშავეები და ისინი იყვნენ მათი პოლიტიკური სახე”, – აღნიშნა არჩილ ჩიქოვანმა.

No description available.

სხვა სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X