fbpx
14:23 | 2020-10-27 ავტორი: Prime Time

“არჩევნების შემდეგ მოსალოდნელია კარანტინის გამოცხადება, რადგან ინფიცირებულთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება” – ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე

“არჩევნების შემდეგ მოსალოდნელია კარანტინის გამოცხადება, რადგან ინფიცირებულთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება” – ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე

საქართველოში ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა ყოველდღიურად საგრძნობლად იზრდება.

 

დადასტურებული შემთხვევების მზარდი დინამიკის მიუხედავად, როგორც ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, მთავრობა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას არ განიხილავს. მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საჭიროება არ დგას.

 

რაც შეეხება ინფექციონისტებს, კრიტიკული ეპიდვითარების ფონზე, მათი ნაწილი ღიად მიანიშნებს, რომ ინფიცირებულთა მზარდი რაოდენობის შემცირება ე.წ. „ლოკდაუნის“ გამოცხადების გარეშე შეუძლებელია.

 

უნდა დაუბრუნდეს თუ არა ქვეყანა არჩევნების შემდეგ მკაცრ საკარანტინო შეზღუდვებს? – “პრაიმტაიმი” ინფექციონისტ ირაკლი ხმალაძის მოსაზრებებს გაეცნო.

უნდა დავიძახოთ SOS! - რატიანი ეპიდსიტუაციის მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობს
2020-09-11უნდა დავიძახოთ SOS! - რატიანი ეპიდსიტუაციის მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობს

 

მისი თქმით, ვირუსის გავრცელების ტენდენცია მიანიშნებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ადამინიდან ადამიანზე გადაცემის უნარი ძალიან გაძლიერდა.

 

„ქვეყანაში ვირუსი ძალიან გააქტიურდა. შეიძლება ვთქვათ, რომ მისი ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის უნარი ძალიან გაძლიერდა. სანამ ვაქცინა არ იქნება, ვირუსის გაჩერება შეუძლებელი იქნება.

 

ალბათ, ყველამ უნდა მოიხადოს ვირუსი, ვიდრე ვაქცინა არ იქნება. თუ ვაქცინა არ იქნება, ალბათ, ხელოვნური იმუნიტეტის ჩამოყალიბება იქნება საჭირო.

 

მკაცრმა ზომებმა, შესაძლოა, კიდევ უფრო დაამძიმოს როგორც საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა, ასევე ფსიქოლოგიური განწყობებიც, თუმცა კარანტინი აუცილებლად უნდა დაწესდეს, თუ მძიმე შემთხვევათა რაოდენობა მოიმატებს. ფაქტია, რომ არჩევნების შემდეგ მოსალოდნელია კარანტინის გამოცხადება, რადგან ვირუსის შემთხვევათა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

 

მესმის, რომ ქვეყანა ცდილობს, როგორმე თავი მიიტანოს არჩევნებამდე, მაგრამ თუ მოიმატებს იმ ხალხის რაოდენობა, რომლებიც საჭიროებენ სტაციონარში მკურნალობას, მკაცრი ზომების მიღება აუცილებელად მოგვიწევს“,- განაცხადა ხმალაძემ.

 

ინფორმაციისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 1824 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 32 127-ს შეადგენს, მათგან გამოჯანმრთელებულია 12 632 ადამიანი. ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3769 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ კი – 3832.

 

ავტორი: ეკა ზარნაძე

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

X