fbpx
22:32 | 2020-11-13 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება 

არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება 

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება. ამის შესახებ ცესკო-ს თავჯდომარის მოადგილე, გიორგი შარაბიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„დღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი სხდომა გაიმართა ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაში. ცესკომ მოუსმინა ყველა სუბიექტს მათ შორის ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას საჩივრებთან დაკავშირებით და მიღებული იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება.

 

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელი სხდომა მიმდინარეობდა კანონის სრული დაცვით, თუმცა ადგილი ჰქონდა როგორც საარჩევნო ადმინისტრაციაზე ისევე მის წევრებზეც ზეწოლის მცდელობას, გარკვეულ წილად მუქარის შემცველ განცხადებებსაც.

 

ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. ცენტრალური საარჩევნო კომისია ახორციელებს კანონით დადგენილ უფლებამოსილებებს და ის ამას განახორციელებს კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილების ფარგლებში.

 

კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს საარჩევნო კომისიამ თავის სხდომაზე დანიშნა მეორე ტურები, რომელიც გაიმართება კანონით დადგენილ ვადაში, მიმდინარე წლის 21 ნოემბერს. “ – განაცხადა გიორგი შარაბიძემ.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენტარი - +

X