fbpx
14:59 | 2020-09-26 ავტორი: სალომე ნეფარიძე

არჩევნებამდე ერთი თვით ადრე რუსთავის სკოლების დირექტორთა უმრავლესობა თანამდებობიდან გათავისუფლდა

არჩევნებამდე ერთი თვით ადრე რუსთავის სკოლების დირექტორთა უმრავლესობა თანამდებობიდან გათავისუფლდა

არჩევნებამდე ერთი თვით რუსთავში არსებული საჯარო სკოლების დირექტორთა უმრავლესობას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა და თანამდებობიდან გათავისუფლდა.

 

ისინი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე დასარჩენად განათლების სამინისტროსგან პასუხს ელოდებიან.

 

„ინფო რუსთავის“ ინფორმაციით. რუსთავში არსებული ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორს, გარდა #3 საჯარო სკოლის ხელმძღვანელისა.ქვე უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე სკოლის ხელმძღვანელი პირი, მათ შორისაა რუსთავის #8, #1 და #5 საჯარო სკოლები, არჩეული დირექტორები არ არიან და დაწესებულებებს თავდაპირველადაც მოვალეობის შემსრულებლების სტატუსით მართავდნენ.

 

პროცედურულად, საჯარო სკოლების დირექტორების უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, მინისტრი აწერს ხელს უფლებამოსილების შეწყვეტის ბრძანებას, რის შემდეგაც სკოლების სამეურვეო საბჭოებს ხელახლა წარედგინებათ დირექტორობის მსურველი კანდიდატები. მოცემულ ეტაპზე, პანდემიის გამო, დირექტორობის უფლების მიღების მსურველთა კონკურსი არ ჩატარებულა და ცნობილიც არაა, როდის იგეგმება კონკურსის ჩატარება.

 

ვისთვის (არ) დაიწყება სწავლა 1-ელ ოქტომბერს 
2020-09-25ვისთვის (არ) დაიწყება სწავლა 1-ელ ოქტომბერს 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X