fbpx
13:09 | 2020-10-03 ავტორი: სალომე ნეფარიძე

არჩევანი მარტივია  საქმის მკეთებელთა გუნდი ან ფულის მკეთებელთა გუნდი – სტრატეგია აღმაშენებელი დღეს პარტიულ სიას წარადგენს

არჩევანი მარტივია  საქმის მკეთებელთა გუნდი ან ფულის მკეთებელთა გუნდი – სტრატეგია აღმაშენებელი დღეს პარტიულ სიას წარადგენს

სტრატგია აღმაშენებელი“ დღეს 15:00 საათზე პარტიულ სიას წარადგენს.

 

როგორც გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა სიაში ახალი სახეებინიქნებიან, რომლებიც ორიენტირებულნი არიან ქვეყნის განვითარებისთვის.

 

მოსახლეობის 0.4% ყოველდღიურად მდიდრდება და  მილიონერი ხდება, ხოლო დანარჩენი 99.6%  უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს - გიორგი ვაშაძე
2020-10-02მოსახლეობის 0.4% ყოველდღიურად მდიდრდება და მილიონერი ხდება, ხოლო დანარჩენი 99.6% უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს - გიორგი ვაშაძე

 

„დღეს ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. „სტრატეგია აღმაშენებელი“ წარმოვადგენთ ჩვენს გუნდს. ეს არის საქმის მკეთებელთა გუნდი, თითოეული მათგანი შერჩეულია რამდენიმე კრიტერიუმით:

 

პროფესიონალიზმი, პატიოსნება, სუფთა წარსული და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია სამშობლოს სიყვარული. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც გადადგეს ნაბიჯი პოლიტიკაში იმისათვისათვის, რომ მიიღონ ქვეყნის აღმშენებლობაში მონაწილეობა. ზოგიერთ მათგანს თქვენ უკვე იცნობთ და ბევრს დღეს გაიცნობთ, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ეს არის ის ახალი ენერგია, რომელიც სჭირდება დღეს ქართულ პოლიტიკას, ქვეყნის აღმშენებლობას და ჩვენ დღეიდან ვიწყებთ ჩვენს კამპანიას. თითოეულ მოქალაქეს აქვს არჩევანი: საქმის მკეთებლების გუნდი თუ ფულის მკეთებელების გუნდი.

 

დიახ, ეს არის არჩევანი „სტრატეგია აღმაშენებელსა“  და „დამსხვრეული ოცნებების“ პარტიას შორის ეს ფუნდამენტური განსხვავებაა, ჩვენ მოვდივართ საქმით, საქმის კეთებაზე და იმ პრობლემების და გაჭირვების დამარცხებაზე ვართ ორიენტირებულნი, რაც ქვეყანაშია. დიახ ამბიციური გეგმებით მოვდივართ და მეორე მხარეს არის „დამსხვრეული ოცნებების“ პარტია, რომელიც აბსოლუტურად მოწყვეტილია რეალობას, რომელმაც არც ერთი დაპირება არ შეასრულა, ერთადერთი, რაც მათ გააკეთეს ფულია, გამილიონერდნენ და გამდიდრდნენ, ამიტომ არჩევანი მარტივია  საქმის მკეთებელთა გუნდი თუ ფულის მკეთებელთან გუნდი.

 

მე მინდა გულწრფელად ვუთხრა თითოეულ მოქალაქეს, რომ დღეს ჩვენ პრინციპული გადაწყვეტილება მივიღეთ. თქვენ ვერ ნახავთ აქ პოლიტიკურ სახეებს, რომლებიც დიდი ხანია არიან პოლიტიკაში, იმიტომ რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ მთავარი მიზანია ახალი თაობის პროფესიონალებს გაუხსნას გზა პოლიტიკისკენ და ქვეყნის აღმშენებლობისკენ. სწორედ ეს სჭირდება იმ უამრავ პრობლემას, რაც დღეს ქვეყანაშია და სწორედ ამით ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხებთ სიღარიბეს და დავიწყებთ აღმშენებლობას.

 

საქართველოს აქვს საოცარი პერსპექტივა და ამ პერსპექტივისთვის აუცილებელია, რომ პროფესიონალები იყვნენ ხალხის სამსახურში. „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი, ეს არის საქმის მკეთებელთა გუნდი, რომელიც მზად არის ემსახუროს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და მოაგვაროს მათი პრობლემები“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

(R)

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X