fbpx
17:36 | 2020-06-22 ავტორი: სალომე ნეფარიძე

არავის ვაპატიებ შენ სიკვდილს გპირდები – გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის და

არავის ვაპატიებ შენ სიკვდილს გპირდები – გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის და

„არავის ვაპატიებ შენ სიკვდილს გპირდები“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში 19 წლის გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის და ანა შაქარაშვილი წერს.

 

3 დღის წინ გაუჩინარებული 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მაშველებმა მაშველებმა წყალში დღეს იპოვეს.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს უფროსი თემურ მონიავა არ აკონკრეტებს, აღენიშნება თუ არა რაიმე დაზიანება 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარს.

 

„გიორგი სა­გუ­რა­მო­ში და­ბა­დე­ბის დღე­ზე იყო, შემ­დეგ აღა­რა­ვის უნა­ხავს
2020-06-21„გიორგი სა­გუ­რა­მო­ში და­ბა­დე­ბის დღე­ზე იყო, შემ­დეგ აღა­რა­ვის უნა­ხავს" - ახალი დეტალები 19 წლის გაუჩინარებულ ბიჭზე

 

მისვე თქმით, 4 დღის განმავლობაში უწყვეტად, 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებდა საველე შტაბი, საიდანაც ხდებოდა სამაშველო ოპერაციის კოორდინირება.

 

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახელით სამძიმარი გამოვუცხადო ოჯახს. ამ ოთხი დღის განმავლობაში სამუშაოებში ჩართული იყო 70 მეხანძრე-მაშველი, ასევე 7 გასაბერი ნავი, შესაბამისი საძიებო სისტემით აღჭურვილი, რომელიც სკანირებას ახდენს მთლიანი წყლის ქვედა პერიმეტრის,“ – განაცხადა მონიავამ.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

X