12:51 | 2021-09-25 ავტორი:

არავის არ გაუკვირდეს, თუ ეკლესია მკაფიოდ ეტყვის თავის მრევლს, რა გააკეთოს მან არჩევნებზე – ანდრია ჯაღმაიძე

არავის არ გაუკვირდეს, თუ ეკლესია მკაფიოდ ეტყვის თავის მრევლს, რა გააკეთოს მან არჩევნებზე – ანდრია ჯაღმაიძე

“ნამდვილად გინდათ, რომ ეკლესიამ ყველაფერი ილაპარაკოს და უთხრას, რასაც თქვენ შესახებ ვფიქრობთ”,- ასე მიმართავს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე ჟურნალისტებს.

 

მისი თქმით, სიტუაციას დააკვირდება და ამის შემდეგ ეკლესია მკაფიოდ ეტყვის თავის მრევლს რა გააკეთოს მან არჩევნებზე

 

„ამ ტელევიზიების უკან ვინც არიან, მათ ვუსვამთ საკითხს, ნამდვილად გინდათ, რომ ეკლესიამ ყველაფერი ილაპარაკოს და წინასაარჩევნოდ ნამდვილად გინდათ, რომ თავის მრევლს ყველაფერი დაუღეჭოს და უთხრას, რასაც თქვენ შესახებ ვფიქრობთ? აი, შევხედავთ რამდენიმე დღე, კიდევ დავაკვირდებით რა რიტორიკა იქნება, რა პათოსი იქნება და შესაძლებელია, რომ ამის მერე არავის აღარ უკვირდეს, თუ ეკლესია მკაფიოდ ეტყვის თავის მრევლს რა გააკეთოს მან არჩევნებზე“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

 

ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:

 

 

 

 

 

 

 

ავტორი:

X