14:32 | 2021-07-27 ავტორი: სალომე ნეფარიძე

არავის აქვს უფლება დაზაფროს და წინასწარ შეაგუოს ადამიანები რაღაც საბედისწერო შედეგს – თამარ ივერი მიმართვას ავრცელებს

არავის აქვს უფლება დაზაფროს და წინასწარ შეაგუოს ადამიანები რაღაც საბედისწერო შედეგს – თამარ ივერი მიმართვას ავრცელებს

„განცხადებები სადაც მავანნი იწერებიან ვაქცინის მომაკვდინებელ შედეგებზე და გვერდით მოვლენებზე, არის ყველაზე დიდი ბოროტება, ზიზღი და უზნეობა საკუთარი თანამემამულეების მიმართ“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ქართველი სოპრანო თამარ ივერი წერს.

 

„არა აქვს მნიშვნელობა ვაქსერი ხარ თუ ანტივაქსერი. ყველას ჩვენი პირადი აზრი გვაქვს მასთან მიმართებაში, მაგრამ სტატუსები და განცხადებები სადაც მავანნი იწერებიან ვაქცინის მომაკვდინებელ შედეგებზე და გვერდით მოვლენებზე, რაც ირიბად „ორი დღე დაგრჩენიათ აცრილებს სასიცოცხლო“-ს ნიშნავს…

 

ანტივაქსერებზე საშიშია ის ხალხი, ვინც ვაქცინებს ერთმანეთისგან არჩევს - იმნაძე
2021-07-27ანტივაქსერებზე საშიშია ის ხალხი, ვინც ვაქცინებს ერთმანეთისგან არჩევს - იმნაძე

 

არის ყველაზე დიდი ბოროტება, ზიზღი და უზნეობა საკუთარი თანამემამულეების მიმართ!! ასეთი განცხადებებით უკვე აცრილ, პანდემიისგან გადარჩენის იმედით მცხოვრებ ადამიანებში… პირიქით, შინაგან პანიკას, სასოწარკვეთილებას და დეპრესიას თესავთ რომ მათ საბედისწერო შეცდომა დაუშვეს და უკვე არიქა კოვიდით არა, მაგრამ სხვა გართულებების შედეგად “წერილი უნდა წაიღონ“. აგონებთ რომ ნელნელა რაღაც ფატალურ და ლეტალურ ცვლილებებს უნდა ელოდონ საკუთარ ორგანიზმში ..და ა.შ.

 

ასეთი ამორალური განცხადებების ავტორები უნდა დაისაჯონ ადამიანებისთვის მორალური ზიანის მიყენების მუხლით!!!

 

დედამიწაზე, არავის, თვით არც ამ საქმის დიდ პროფესიონალ ექიმს, (დაუშვათ, კიდეც რომ რაიმე ლეტალურს იწვევდეს აცრა) არ აქვს უფლება დაზაფროს და წინასწარ შეაგუოს ადამიანები რაღაც საბედისწერო შედეგს.

 

თვით მე-4 სტადიაში მყოფ ონკო პაციენტსაც კი აქვს იმედის სხივი გადარჩენისა და აქ მავანნი ხალხის ფსიქიკაზე აცრისგან ლეტალური გვერდითი მოვლენებით სასიკვდილო მოძღვრებებს ეწევიან!

 

ეს მორალური დანაშაულია!“ – წერს თამარ ივერი.

 

ეს ნახეთ ⇓

 

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე


X