21:59 | 2021-09-15 ავტორი: რუსა ღვანიძე

„არავინ მჩუქნის საჩუქრებს… დედაჩემი თუ გამომიცხობს ტორტს და ეგ არის!- ქართველი ჰალკი იუბილარია

„არავინ მჩუქნის საჩუქრებს… დედაჩემი თუ გამომიცხობს ტორტს და ეგ არის!- ქართველი ჰალკი იუბილარია

დღეს, მკლავჭიდელ ლევან საგინაშვილის დაბადების დღეა. შვიდგზის მსოფლიო, ექვსგზის ევროპის და მსოფლიო TOP-8 ჩემპიონატის გამარჯვებული ჩემპიონი, 33 წლის გახდა.

 

ა.წ. 5 სექტემბერს, უკრაინაში გამართულ ჩეპიონატზე, ქართველმა ჰალკმა მსოფლიოს ტოპ 8 მკლავჭიდელის ტურნირში, ამერიკელ მეტოქეს, დეივ ჩაფის, 6:0 სძლია და ნახევარფინალში გავიდა! ლევანმა ამ გამარჯვებით, კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცა, რომ მსოფლიოს უძლიერესი ჩემპიონია.

 

რამდენიე დღის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰალკს „Netflix“-ის ფილმში, „Extraction 2“-ში გადაიღებენ. ცნობილია, რომ ფილმში მთავარ როლს ჰოლივუდის ვარსკლავი, კრის ჰემსვორტი თამაშობს.

 

„პრაიმტაიმი“ იუბილარ ჩემპიონს დაუკავშირდა და სამომავლო გეგმებზე და პირად ცხოვრებაზე ექსკლუზიურად ესაუბრა:

 

დღეს, ჩემ დაბადების დღეზე, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ ქ-ნ თეა წულუკიანს უნდა შევხდე, ვიზიტი აქვს დაგეგმილი ჩემთან, სავარაუდოდ, მადლობის სათქმელად. ასეთ ქალბატონთან შეხვედრა, ჩემთვის დიდი პატივია.

 

რამდენიმე დღის წინ, ამერიკელი მეტოქე დაამარცხე და ნახევარფინალში გადახვედი, როდის უნდა ველოდოთ მორიგ შეხვედრას?

 

ჯერჯერობით უცნობია, ნოემბრის ბოლომდე, როცა კიდევ ორი ნახევარფინალისტი გამოვლინდება, ჩაატარებენ კენჭისყრას და ამის შემდეგ დაინიშნება შეხვედრის თარიღი. პანდემიის გამო, პრობლემები გაჩნდა.

 

Возможно, это черно-белое изображение (1 человек, борода и в помещении)

 

 

სწორედ, პანდემიამ შეაფერხა. წესით, უკვე ავსტრალიაში უნდა ვიყო, მაგრამ გადადეს და ფილმის გადაღებები ჩეხეთში გადაიტანეს.

 

მოგვიყევი, როგორ მოხვდი ჰოლივუდში?

 

მეგობარი დამეხმარა, რომლის ახლობელი ამერიკაში ცხოვრობს და ამავე დროს, კინოინდუსტრიაში მუშაობს, ჩემ ძმაკაცს უთხრა, ფილმს იღებენ და მონაცემები გაგზავნეთ, რა იცი რა ხდებაო.

 

გავაგზავნეთ და დაინტერესდნენ, გამომიგზავნეს ტექსტი და ონლაინ ქასტინგი გავიარე. ამის შემდეგ, მომივიდა პასუხი, რომ მოვეწონე და ფილმზე დამამტკიცეს. გადაღებები პრაღაში გადაიტანეს და 4 დეკემბრიდან დაიწყება.

 

 

– ფილმის გადაღებები რომ ნახევარფინალს დაემთხვეს, როგორ შეძლებ წასვლას?

 

გადავაწევინებ ალბათ, რადგან ამ ეტაპზე, ფილში გადაღება, მეტად პრიორიტეტულია ჩემთვის.

 

ჰოლივუდში მოღვაწე ქართველი ძმების უცნობი ისტორიები - „ნიჭიერი ერი ვართ და სადაც ჩავდივართ, ყველგან ვიმკვიდრებთ ადგილს“
2021-07-21ჰოლივუდში მოღვაწე ქართველი ძმების უცნობი ისტორიები - „ნიჭიერი ერი ვართ და სადაც ჩავდივართ, ყველგან ვიმკვიდრებთ ადგილს“

 

გასულ წელს ბრიტანულ ფილმში გადაგიღეს, როდის არის დაგეგმილი პრემიერა?

 

პრემიერა, დაახლოვებით თვენახევარში შედგება. ბრიტანულ-არაბული ფილმის „The Lady of Heaven“ (სამოთხის ქალბატონი) გადაღებების ნაწილი თბილისში, რუსთავში, ვაზიანსა და ლონდონში მიმდინარეობდა. ერთ-ერთი მეომარის როლი მაქვს, მართალია ეპიზოდური, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანი და დასამასოვრებელია, ტექსტსაც ვამბობ, ბრძოლებშიც ვმონაწილეობ.

 

თრეილერი – ფილმი, რომელშიც ლევან საგინაშვილი გადაიღეს (ვიდეო)

 

ძალიან უცნაური და ბევრი ადამიანისთვის „საშიში“ გარეგნობა გაქვს, როგორია „ჰალკის“ შინაგანი სამყარო?

 

ჩვეულებრივი ხასიათი მაქვს, მკაცრი არ ვარ, უფრო „რბილი“ ხასიათი მაქვს, მშვიდი ვარ შინაგანად.

 

 

პირად ურთიერთობებზე, რას გვეტყვი, მექალთანეაო შენზე ამბობენ,…

 

არ მინდა ამ თემაზე საუბარი, გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ მიმიწვიეს და ისეთები მალაპარაკეს, ცოლს ვეღარ მოვიყვან ვერასდროს (იცინის). „გამანადგურეს“, „გადამიარეს“ ისეთ კითვებს მისმევდნენ, ყველაფერზე „სიმართლეა-ს“ ვამბობდი.

 

 

გამოდის, რომ ეს ყველაფერი, სიმართლე იყო?

 

ასე გამოდის (იცინის), მექალთანე ხარ, ქალებს ატყუებო? მკითხეს და მეც დავეთანხმე, რა მექნა, „დამღუპეს“ კაცი! (იცინის).

 

Возможно, это изображение (4 человека, борода, люди стоят и текст)

 

პანდემიამ როგორ იმოქმედა შენს კარიერაზე და ოჯახზე?

 

პანდემია, მთელ ოჯახს შეეხო და ერთი სამწუხარო ფაქტი მოხდა, გამზრდელი ბებია გარდამეცვალა კოვიდით. ძალიან ცუდი პერიოდი იყო, პანაშვიდებიც ვერ გადავიხადეთ, ისე დავასაფლავეთ. .

 

როგორი განწყობა გაქვს საკუთარ დაბადების დღეზე?

 

ზოგადად, არ მიყვარს ჩემი დაბადების დღე. ცხოვრებაში არ გადამიხდია. თან არც არავინ მჩუქნის საჩუქრებს (იცინის). დედაჩემი თუ გამომიცობს ტორტს და ეგ არის, ბავშვობიდან ასე მოვდივარ!

 

დედა ახსენე, ბევრს აინტერესებს როგორი მშობლები გყავს, შენს გვერდზე ვნახე ფოტო, ულამაზესია…

 

რატომღაც დედასთან უფრო ახლო ურთიერთობა მაქვს, საიდუმლოს უფრო დედას ვუმხელ, ისე „ტექნიკურად“ მომიდგება-ხოლმე, რომ ყველაფერს მალაპარაკებს.

 

მკლავჭიდელი ლევან საგინაშვილი დედასთან, ლალი გრძელიშვილთან ერთად

 

რასაც მამა ვერ ახერხებს, დედამ უფრო იცის „ჩემი ენა“ (იცინის). სახლში ძალიან მშვიდი ვარ, შეიძლება ისე გავიდეს მთელი დღე, ხმა არ ამოვიღო.

 

კიდევ რა გეგმები გაქვს…

 

ჯერჯერობით სხვა არაფერია მნიშვნელოვანი. ველოდები გადაღებების დაწყებას. დარწმუნებული ვარ, რომ აღარ ჩაიშლება და არაფერი შეიცვლება.

 

როგორც გატყობ, შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ფილმში გადაღება…

 

რა თქმა უნდა, ამ ფილმის შემდეგ ველოდები ახალ შეთავაზებებს. თან მეც ძალიან მომწონს, როლში ყოფნა. ძალიან ჩავერთე გადაღებებში.

 

„პრაიმტაიმი“ დაბადებიის დღეს ულოცავს ჩემპიონს და კიდევ ბევრ წარმატებებს უსურვებს!

 

იხ. ვიდეო – „პირველი ოფიციალური საერთაშორისო ტრილერი „სამოთხის ქალბატონი” (The Lady of Heaven)

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე

X

error: Content is protected !!