12:19 | 2020-03-22 ავტორი: Prime Time

არავინ გაიძულებთ რომ არჩევანი გააკეთოთ ღმერთსა და ვირუსს შორის – მეუფე გრიგოლი

არავინ გაიძულებთ რომ არჩევანი გააკეთოთ ღმერთსა და ვირუსს შორის – მეუფე გრიგოლი

ხობისა და ფოთის მიტროპოლიტის მეუფე გრიგოლის განცხადებით, თითოეული ქრისტიანი მზად არის თავი გასწიროს ქრისტესთვის, ქრისტესთვის და არა ვირუსებისთვის, არა ტკივილებისთვის და არა იმ უბედურებისთვის, რომელთანაც განრიდება არის საჭირო. ამის შესახებ მან ფოთის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, ნესმიერ თავგანწირვას შინაარსი უნდა ჰქონდეს, რას ემსახურება და ჩვენი სარწმუნოებაც და შინაგანი კულტურაც თავისთავად ამას ეფუძვნება. ,,როცა ჩვენ ქრისტიანული სიმაღლიდან ვსაუბრობთ ორ მცნებას, გიყვარდეს ღმერთი შენი და არასდროს არ შეიძლება ამის უარყოფა და განდგონა და გიყვარდეს მოყვასი შენი.

 

არავინ გაიძულებთ რომ არჩევანი გააკეთოთ ღმერთსა და ავადმყოფობას შორის ღმერთსა და ვირუს შორის, დღეს ჩვენ გეუბნებით სახელმწიფო გვეუბნება გაუფრთხილდით საკუთარ თავს და გაუფრთხილდით ერთმანეთს და აქ უფრო ინპერატიული ფორმაა და ადგილი აქვს ერთმანეთისადმი მოფრთხილებას.

 

ჩვენი რწმენა ქრისტეში არ ნიშნავს საღი აზრისგან განდგიმას და უარუოფას, ჩვენ ყოველთვის საღი აზრის პატივსმცემელი უნდა ვიყოთ და საღი აზრი არ ნიშნავს ღმერთის განდგომას. დიახ, ამ პერიოდში დიდი განსაცდელია და კიდევ მოტივაციაა იმისთვის რომ ვილოცოთ სახლში, ტაძრევში, ყველგან. ტაძრები არ იკეტება.არ შეიძლება რეალობისა და სასურველის ერთმანეთში აღრევა. დღეს აქ ვართ ტაძარში, ჩვენ მაგალითი უნდა მივცეთ სხვა ადამიანებს. ეუბნებიან ადამიანს მოუფრთხილდი შენს თავს, მეზობელს, ნათესავს, გარბიან. ვერ უძლებენ ამას.როგორი სუსტები ვართ. თუკი ადამიანი მოერიდება, არანაირად არ ნიშნავს ეს რწმენის სისუსტეს,”- განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

 

შეგახსენებთ, რომ პრემიერის განცხადებით, საქართველოში 1 თვით, 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ახალ კორონავირუსს უკავშირდება, რომელსაც მსოფლიო თითქმის 3 თვეა ებრძვის.

 

პრემიერის განცხადებით შეზღუდვა შეეხება მასობრივ თავმყრილობებს. აიკრძალება შეკრება სადაც 10 კაცზე მეტი მონაწილეობს. შეზღუდვა გავრცელდება ეკლესიებში მრევლის შეკრებაზეც.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები