fbpx
20:56 | 2020-08-04 ავტორი: სალომე ნეფარიძე

არავინ არსად არ გარბის… ბუსას დაზიანებები აქვს მუცლის არეში… – ჟვანიას ადვოკატი

არავინ არსად არ გარბის… ბუსას დაზიანებები აქვს მუცლის არეში… – ჟვანიას ადვოკატი

„საუბარი იმაზე, რომ ვიღაც თავს იძვრენს საიდანღაც, უბრალოდ, არ შეესაბამება სიმართლეს“ – ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილის, ბუსა (ბესარიონ) ჟვანიას ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მინდა ოჯახს ბოდიში მოვუხადო, მერჩივნა ეს მე დამმართნოდა - ნინო ჟვანიას პირველი კომენტარი ინციდენტის შემდეგ
2020-08-04მინდა ოჯახს ბოდიში მოვუხადო, მერჩივნა ეს მე დამმართნოდა - ნინო ჟვანიას პირველი კომენტარი ინციდენტის შემდეგ

 

ჭკადუას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს დაზიანებები მუცლის არეში აქვს.

 

„სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა, დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ბუსას შეეფარდა პატიმრობა. ჯერ მისი პოზიცია არ არის ჩამოყალიბებული.

 

იცით, რომ გამოძიება დაიწყო აბსოლუტურად სხვა მუხლით, შემდეგ კვალიფიკაცია შეიცვალა, მიმდინარეობს გამოძიება, დასაზუსტებელია ბევრი გარემოება, მათ შორის, რა გარემოებებში მიიღო თვითონ ბუსა ჟვანიამ დაზიანებები. ბატონ გოგი თოფაძეს უდიდეს პატივისცემას ვუდასტურებ, ძალიან კარგია, რომ ბავშვი კარგად გრძნობს თავს.

 

თუმცა, საუბარი იმაზე, რომ ვიღაც თავს იძვრენს საიდანღაც, უბრალოდ არ შეესაბამება სიმართლეს, იმიტომ რომ ბუსაც იყო იგივე საავადმყოფოში, არავინ არსად არ გარბის, დაველოდოთ გამოძიებას. ბუსას დაზიანებები აქვს მუცლის არეში“, – განაცხადა ჭკადუამ.

 

შეგახსენებთ, რომ თბილისში, საკუთარ სახლში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი დაჭრეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბ.ჟ.-მ მიმდინარე წლის 2 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1998 წელს დაბადებულ ლ.თ.-ს, მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X