21:05 | 2021-10-20 ავტორი: Prime Time

არავინ არ მოგატყუოთ… წარმოიდგინეთ, რომ გიჭირთ სუნთქვა, მაგრამ კლინიკა ვერ გაწვენთ ვერსად – გვანცა დარასელია

არავინ არ მოგატყუოთ… წარმოიდგინეთ, რომ გიჭირთ სუნთქვა, მაგრამ კლინიკა ვერ გაწვენთ ვერსად – გვანცა დარასელია

გვანცა დარასელია სოციალურ ქსელში საზოგადოებას კორონავირუსთან დაკავშირებით საკუთარ გამოცდილებას უზიარებს და ყვება, როგორ გადაურჩა ვირუსს იმიტომ, რომ ვაქცინირებული იყო:

ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი ახალი ტიპის ინფექცია - AY.4.2 ვრცელდება, რომელიც უფრო გადამდებია  
2021-10-20ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი ახალი ტიპის ინფექცია - AY.4.2 ვრცელდება, რომელიც უფრო გადამდებია  

 

„არ ვჩანდი ამდენ ხანს იმიტომ, რომ უკვე მერამდენედ ვიყავი იზოლაციაში. ამჯერად ისეთი ახლო კონტაქტის გამო, რომ მეგონა, აუცილებლად დავინფიცირდებოდი… გაინტერესებთ, რატომ არ დავინფიცირდი? იმიტომ, რომ ვარ აცრილი. საშინელი, ტრაგიკული ვითარება გვაქვს ქვეყანაში. არავინ არ მოგატყუოთ, დაღუპულ პაციენტებს შორის, თითქმის არ არიან ორჯერადაც ვაქცინირებული პირები. რადგან მიყურებთ, ალბათ ჩემი ნდობა გაქვთ, ხომ?!

 

პირადად მე სამჯერ ან ოთხჯერ არ დავინფიცირდი უახლოესი კონტაქტისგან მხოლოდ იმიტომ, რომ ვაქცინა მიცავს. არავინ გეუბნებათ, რომ თქვენ აიცრებით და 100%-ით დაცული ხართ, მაგრამ გადაიტანთ სრულიად გართულებების გარეშე, ზოგჯერ უსიმპტომოდაც კი. ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომ გიჭირთ სუთქვა, მაგრამ კლინიკა ვერ გიღებთ, ვერ გაწვენთ ვერსად…

 

როგორ შეიძლება გეშინოდეთ უფრო მეტად ვაქცინის, რომელიც დაამტკიცა მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ და არ გეშინოდეს კორონავირუსის?! მწერენ ადამიანები, რომ ვაქცინირებული ვიყავი და მაინც შემხვდაო… გეთანხმებით, ეს აბსოლუტურად შესაძლებელია, მე უბრალოდ გიყვებით ჩემს შემთხვევებს.

 

მათემატიკურად რომ შევხედოთ, იმ წრეში, სადაც დაინფიცირდნენ ადამიანები და სულ იყო 10 ადამიანი, იმ წრეში, შეიძლება 2-3 ადამიანი დაინფიცირდეს, მაგრამ მე არ გადამედოს. მე ხომ ვარ ჯაჭვი ამ წყაროსა და ჩემს ახლობლებს შორის, მე ეს ჯაჭვი გავწყვიტე. მე მჯერა, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება აცრილი, ეს ჯაჭვი სადღაც აუცილებლად გაწყდება“ – ამბობს გვანცა დარასელია.

 

ასევე ნახეთ: სახიფათო აკრობატული ნომერი „ნიჭიერში” – ეს საოცრებაა

 

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X