20:56 | 2021-09-25 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

“არავაქცინირებულების პანდემია იქნება” – ბიძინა კულუმბეგოვი საზოგადოებას მიმართავს

“არავაქცინირებულების პანდემია იქნება” – ბიძინა კულუმბეგოვი საზოგადოებას მიმართავს

იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი პრაიმტაიმთან ინტერვიუში აცხადებს, რომ საზოგადოებაში თუ ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი არ გააქტიურდა, ქვეყანაში პანდემიის ახალი ტალღა ნოემბრის ბოლოს გააქტიურდება.

 

“საქართველოში ახალი ტალღა ნოემბრის ბოლოს დეკემბრის დასაწყისში დაიწყება, თუ ჩვენ მას  ვაქცინაციის კარგი მოცვით დავხვდებით, მაშინ ეს ტალღა დამანგრეველი ქვეყნისთვის და ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის საფუძველი არ გახდება, ეს უკვე პანდემიაზე გამარჯვებას ნიშნავს. ჯერჯერობით, ვაქცინაცია კლებისკენ მიდის და არა გააქიურებისკენ, რაც ძალიან სამწუხაროა, ამას დროულად უნდა მიექცეს ყურადღება.

 

იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინაციის ტემპი არ გააქტიურდება, მივიღებთ იმ სურათს, რაც ხდება სხვა ქვეყნებში,  ვირუსის ახალი ტალღა იქნება, ყოველგვარი შერბილებების გარეშე, იქნება არავაქცინირებულების პანდემია, ანუ სავადმყოფოებში ბევრი პაციენტი მოხვდება. ერთი ტალღის ფარგლებში, ქვეყანა 2 500-დან 3 000- მდე ადამიანს კარგავს, რაც ძალიან სერიოზულია ჩვენნარი პატარა ქვეყნისთვის”,- განაცხადა კულუმბეგოვმა.

 

ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X

error: Content is protected !!