11:06 | 2020-09-06 ავტორი: Prime Time

არასრულწლოვნისა და მისი ძმის მკვლელობის მცდელობისთვის 19 წლის ბიჭი დააკავეს

არასრულწლოვნისა და მისი ძმის მკვლელობის მცდელობისთვის 19 წლის ბიჭი დააკავეს

თბილისში, ორი ახალგზარდა ძმის განზრახ მკვლელობისთვის 19 წლის ბიჭი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, მეზობლად მცხოვრებ ძმებს – 2001 წელს დაბადებულ ვ.გ.-ს და 2003 წელს დაბადებულ ფ.გ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება სამკურნალო დაწესებულებაში გაეწიათ, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებათ.

 

სამართალდამცველებმა ე.ა. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.

 

ტრაგედია ბაჩანა ლობჟანიძის ოჯახში
2020-09-05ტრაგედია ბაჩანა ლობჟანიძის ოჯახში

 

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

 

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები