fbpx
16:51 | 2020-07-21 ავტორი: Prime Time

არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებულს 11 წლით პატიმრობა მიესაჯა

არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებულს 11 წლით პატიმრობა მიესაჯა

არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებულს 11 წლით პატიმრობა მიესაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

 

„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ბრალდებული დ.თ დამნაშავედ ცნო.

 

სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ის ფაქტი,  რომ 2019 წლის 17 დეკემბერს,   დ.თ. -მ  განახორციელა არასრულწლოვანის  გაუპატიურება.

პროკურატურამ ამბროლაურში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა
2020-07-16პროკურატურამ ამბროლაურში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა დ.თ. 2019 წლის 21 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.თ სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით  თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X