16:47 | 2021-06-10 ავტორი: სალომე ნეფარიძე

არასრულწლოვნის დაჭრის საქმეში ბრალდებული “კალატოზას” ძმისშვილი დარბაზიდან გაათავისუფლეს

არასრულწლოვნის დაჭრის საქმეში ბრალდებული “კალატოზას” ძმისშვილი დარბაზიდან გაათავისუფლეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა გახმაურებულ საქმეში ბრალდებული გიორგი ქარსელაძე. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო. ის არასრულწლოვნის დაჭრის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი გახლდათ. მოსამართლემ ქარსელაძე უდანაშაულოდ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლში, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით კი ქარსელაძის მეგობარს, ბენო ჩიკვაიძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

 

ბრალდებულის ინტერესებს თამარ აბესაძე და ზურაბ მამულაშვილი იცავდნენ. ადვოკატების თქმით, „მოსამართლე გიორგი არევაძემ სამართლიანი განაჩენი გამოიტანა, ვინაიდან ქარსელაძის წინააღმდეგ საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა“.

 

სპეცოპერაცია საქართველოში: რა ვიცით „გლეხოვიჩზე“? - „კანონიერი ქურდის“ დოსიე
2021-06-10სპეცოპერაცია საქართველოში: რა ვიცით „გლეხოვიჩზე“? - „კანონიერი ქურდის“ დოსიე

 

საუბარია 2020 წლის 1-ელ დეკემბერს, თბილისში, კლდიაშვილის ქუჩაზე არასრულწლოვანი კ.ჩ-ს დაჭრაზე. არასრულწლოვანს ცეცხლსასროლი იარაღით მუხლები ჰქონდა დაცხრილული.

 

განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით გამოძიებამ ბრალი წარუდგინა ცნობილი „კანონიერი ქურდის“, დავით ქარსელაძის, იგივე „კალატოზას“ ძმისშვილს, გიორგი ქარსელაძეს და მის კიდევ ერთ მეგობარს.

 

36 წლის გიორგი ქარსელაძე წარსულში დაახლოებით 8-ჯერ არის გასამართლებული, მათ შორის განზარხ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით. საუბარია 2018 წლის 13 ივლისს, კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კაფესთან მომხდარ ფაქტზე, რა დროსაც გიორგი ქარსელაძემ ცივი იარაღით მძიმე დაზიანებები მიაყენა ახალგაზრდა მამაკაცს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

ამ საქმეზე მას პირობითი მსჯავრი დაედო და მაშინაც სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X

error: Content is protected !!