fbpx
14:49 | 2021-02-23 ავტორი: თამარ ბუჩუკური

არასამთავრობო სექტორი დასავლელ პარტნიორებს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის – ეკა გიგაური მელიას საქმეზე

არასამთავრობო სექტორი დასავლელ პარტნიორებს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის – ეკა გიგაური მელიას საქმეზე

ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელები რამდენიმე წუთის წინ მივიდნენ.

 

როგორც “ტვ პირველთან” საუბარში “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა, ის მომხდარის შესახებ ინფორმაციას დასავლელ პარტნიორებს დეტალურად მიაწვდის.

 

“სპეციალურად მოვედი, რათა ადგილზე ვნახო ვითარება და გავარკვიო, ზუსტად როგორ მოხდა ნიკა მელიას დაკავება. ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს დასავლელ პარტნიორებთან და ამიტომ, პირადად უნდა გავერკვე მომხდარში, რათა ობიექტური ინფორმაცია მივაწოდო პარტნიორებს.

 

ძალიან სამწუხაროა რაც მოხდა. მსგავსი რამ ისეთ ქვეყნებში არ ხდება, რომლებსაც ევრო ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრირების სურვილი აქვთ.

 

ამ ყველაფერს ვფიქრობ, რომ ძალიან მწვავე განცხადებები მოჰყვება საერთაშირისო თანამეგობრობისგან და არ მგონია, რომ მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლოს. მთვრობამ წერტილი უნდა დასვას და უკან დაიხიოს.

 

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სამოქალაქო დაპირისპირება თავიდან ავიცილოთ, რომლისკენაც საქართველოს მთვრობამ ნაბიჯები გადადგა.” – აცხადებს ეკა გიგაური.

 

დღეს დილით, 23 თებერვალს, სამართალდამცველებმა ნიკა მელია ოფისში დააკავეს.

 

ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან სპეციალური დანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა.

 

დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა 21 აქტივისტი დააკავეს.

 

სამართალდამცველები „ნაციონალური მოძრაობის“ოფისში დღეს დილით შევიდნენ.

 

ცნობისთვის, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.

 

ნიკა მელიას დაკავების ფაქტის შესახებ დაიწერა საერთაშორისო მედიაშიც.

 

 

ყველა ინფორმაცია ნიკა მელიას საქმეზე ნახეთ ამ ბმულზე

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური
X