10:57 | 2020-09-15 ავტორი: Prime Time

არასამთავრობო ორგანიზაცია – „ადამიანები ცხოველებისთვის“ დაარსდა

არასამთავრობო ორგანიზაცია – „ადამიანები ცხოველებისთვის“ დაარსდა

საქართველოს მასშტაბით მიუსაფარ ცხოველთა პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, ქალბატონ მარინა ბერსენიძის თაოსნობით არასამთავრობო ორგანიზაცია – ,,ადამიანები ცხოველებისთვის’’ (“People for Animals”) დაარსდა.

 

ორგანიზაციის მთავარ ამოცანას წარმოადგენს:

 

  1. ცხოველთა თავშესაფრების დაფინანსების სამართლებრივი გზების მოძიება. ორგანიზაციის ხელმძღვანელის ინიციატივით მოსახლეობის მიერ გაღებულ უნდა იქნას 20 თეთრი ყოველთვიური გადასახადის სახით, მსგავსად 112-ის მომსახურების გადასახადისა, რომელიც ყოველთვიურად გადაიხდება ბიუჯეტში;
  2. ცხოველთა პოლიციის შექმნა (Animal Protection Police Officers). აღნიშნული სტრუქტურული ერთეული დაიცავს ცხოველთა უფლებებს, ხოლო მასში დასაქმებული ადამიანები, მოემსახურებიან ცხოველთა კეთილდღეობას, რაც ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბების საწინდარია.

 

არასამთავრობო ორგანიზაციას სამართლებრივ მხარდაჭერას უწევს – იურიდიული კომპანია ,,GG Legal“.

 

„სწორედ ამ გუნდის წყალობით  მზადდება კანონპროექტი, რომელიც ახალი მოწვევის პარლამენტს წარიდგინება უახლოეს მომავალში.

საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ადამიანების მიმართ ძალადობის პირველი ნიშანი სწორედ ცხოველების მიმართ ძალადობით იწყება. შესაბამისად,  არსებობს პირდაპირი კავშირი საზოგადოების მიერ ცხოველთა მიმართ დამოკიდებულებასა და საზოგადოების მიერ თავისი წევრების მიმართ დამოკიდებულებას შორის. სწორედ ეს ითვლება ერთ-ერთ მიზეზად, თუ როგორ აღმოფხვრა ნიდერლანდებმა მიუსაფარი ცხოველების პრობლემა. კანონპროექტის მომზადების ეტაპზე სწორად მოწინავე ქვეყნების პრაქტიკა იქნა შესწავლილი და გათვალისწინებული. კანონპროექტზე მომუშავე ადამიანების გუნდი თვლის, რომ საჭიროა ეფექტიანი ღონისძიებები ხსენებული საკითხის მოსაგვარებლად, რაც მათ უპირატეს მიზანს წარმოადგენს“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X