fbpx
17:53 | 2020-10-22 ავტორი: Prime Time

არანაირი თანხა არ არსებობს ადამიანის საფასურად – ვახტანგ გომელაური

არანაირი თანხა არ არსებობს ადამიანის საფასურად – ვახტანგ გომელაური

შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ თანხა, რომელიც თავდამსხმელმა წაიღო ბიუჯეტის არ იყო. ამის შესახებ მან ჟურნალისტების კითვის საპასუხოდ განაცხადა.

 

„ბიუჯეტის თანხაა ნამდვილად არ არის. საქართველოს ბანკის თანხაა და „თი ბი სი“ ხომ არ გადაიხდიდა“,- აღნიშნა გომელაურმა.

 

მისივე თქმით, არცერთი თანხა ადამიანის სიცოცხლის ფასად არ ღირს.

ის დაბრუნდებოდა ცოცხალი ან არა, გადაწყვეტილება ჩემთვის რთული იყო - შს მინისტრი გალდავაზე
2020-10-22ის დაბრუნდებოდა ცოცხალი ან არა, გადაწყვეტილება ჩემთვის რთული იყო - შს მინისტრი გალდავაზე

 

„არანაირი თანხა არ არსებობს ადამიანის თანხის საფასურად. ეს იქნება 10 მილიონი თუ 100 მილიონი. რა მნიშვნელობა აქვს რამდენი წაიღო.

 

თანხა ძალიან ბევრჯერ დასახელდა და დასამალიც არ რის. გამოძიებიდან გამომდინარე ვერ ვსაუბრობ. რომ დავაკავებთ შემდეგ ვიტყვით ყველაფერს“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 

ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ერთ-ერთ შენობაში გუშინ, 21 ოქტომბერს დაწყებული სპეცოპერაცია 22 ოქტომბერს, გამთენიისას დასრულდა.

 

04:13 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, “საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა სამი მძევალი ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის ტყეში გაათავისუფლა, რის შემდეგაც მიიმალა.

 

გათავისუფლებულმა მძევალმა ლაშა შენგელიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა, რომ თავდამსხმელმა ყველა მათგანი ერთდროულად გაათავისუფლა. მძევლები თავს კარგად გრძნობენ.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X