fbpx
16:16 | 2020-08-11 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

არანაირი პრეტენზია გამოძიებასთან ოჯახს არ აქვს! – გიორგი შაქარაშვილის ბიძა

არანაირი პრეტენზია გამოძიებასთან ოჯახს არ აქვს! – გიორგი შაქარაშვილის ბიძა

არანაირი პრეტენზია გამოძიებასთან ოჯახს არ აქვს, – ამის შესახებ გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძა და ოჯახის ადვოკატი, მირიან ნიკოლაძე აცხადებს.

 

გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურად მკვლელობის ფაქტზე ხუთ პირს ბრალი წარუდგინეს
2020-08-11გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურად მკვლელობის ფაქტზე ხუთ პირს ბრალი წარუდგინეს

 

„გამოძიება ოჯახს ენდობოდა პირველივე ეტაპზე, გამოძიებასთან ერთად გავიარეთ ჩვენ ეს დიდი პერიოდი და საბოლოოდ, ურთიერთთანამშრომლობით მივედით იმ შედეგამდე, რასაც ჰქვია დანაშაულის გახსნა. შესაბამისად, არანაირი პრეტენზია გამოძიებასთან ოჯახს არ აქვს“, – განაცხადა ადვოკატმა.

 

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ხუთ პირს ბრალი წარედგინა. საუბარია „ტოიოტა ქემრის“ მარკის ავტომობილში მყოფ პირებზე, რომლებმაც პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილს არაგვის ნაპირთან სცემეს და შემდეგ მდინარეში გადააგდეს.

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე
X