fbpx
19:29 | 2020-09-09 ავტორი: თამარ ბუჩუკური

არანაირ საეჭვო კლასტერთან არ გვქონია კავშირი – ლევან გოგიჩაიშვილის ცოლი მიმართვას ავრცელებს

არანაირ საეჭვო კლასტერთან არ გვქონია კავშირი – ლევან გოგიჩაიშვილის ცოლი მიმართვას ავრცელებს

კორონავირუსით ინფიცირებული „ტვ პირველის” პროდიუსერი და პარტლამენტარ ლევან გოგიჩაიშვილის მეუღლე ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში პოსტს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერს და მასთან კონტაქტში მყოფებს, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, უსაფრთხოების ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.

 

„მეგობრებო და ჩემო კოლეგებო, გიდასტურებთ. უბრალოდ ფიზიკურად შეუძლებელია ამდენ ზარს და შეტყობინებას ვუპასუხო. თავს კარგად ვგრძნობთ, მხოლოდ ვდარდობ იმ ადამიანებზე, ვისთანაც ბოლო 2-3 დღის განმავლობაში გვქონდა მჭიდრო კონტაქტი.

 

აუცილებლად უნდა მოხდეს ამ კონტაქტების კვლევა. როგორც კი საეჭვო სიმპტომები გამოგვივლინდა დაუყოვნებლივ მივიღეთ ზომები. წყარო სრულიად უცნობია. არანაირ საეჭვო კლასტერთან არ გვქონია კავშირი. ვეცდებით ესეც გამოვარკვიოთ.” – წერს ვიკა ბუკია.

 

თავს ცუდად არ ვგრძნობ, მაქვს კორონავირუსი და ეს ცოტა მძაბავს - გოგიჩაიშვილი
2020-09-09თავს ცუდად არ ვგრძნობ, მაქვს კორონავირუსი და ეს ცოტა მძაბავს - გოგიჩაიშვილი

 

შეგახსენებთ, პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი კორონავირუსით დაინფიცირდა. ინფიცირების წყარო მისთვის უცნობია. ხოლო მისი მეუღლის ვიკა ბუკიას შესახებ „ტვ პირველის”წამყვანი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში წერდა, რომ კომპანიის თანამშრომელს ვირუსული ინფექცია დაუდასტურდა. მის შემთხვევაშიც წყარო უცნობია.

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, ტელევიზია მაუწყებლობას აგრძელებს.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +

X