23:51 | 2020-09-18 ავტორი: Prime Time

არანაირ გატყუებას არ ჰქონია ადგილი ე.წ საკალმახის ტერიტორიაზე ან სხვა ობიექტზე – პროკურორი

არანაირ გატყუებას არ ჰქონია ადგილი ე.წ საკალმახის ტერიტორიაზე ან სხვა ობიექტზე – პროკურორი

არანაირ გატყუებას ამ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია ე.წ საკალმახის ტერიტორიაზე ან სხვა ობიექტზე, რომელიც ბოლო პერიოდში მედია საშუალებების მიერ სახელდებოდა, – ამის შესახებ პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360“გრადუსი განაცხადა.

 

დანიშნულების ბოლო პუნქტი იყო ის ადგილი, სადაც 22 ივლისს იქნა აღმოჩენილი თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში ამოსავალი წერტილი არის მარშრუტის უტყუარობა, რომ თამარ ბაჩალიაშვილი თავის ავტომანქანით გადაადგილების დროს ამ გზაზე არ ყოფილა და არც საკალმახის, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი ნახსენები ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაზე არ ყოფილა თავისი ავტომობილით“, – განაცხადა გულუაშვილმა.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +