17:22 | 2020-05-26 ავტორი: ლიზი მეტრეველი

არაერთ თანამემამულეს გულსა და გონებაში აქვს გავლებული მავთულხლართები – მეუფე მელქისედეკი

არაერთ თანამემამულეს გულსა და გონებაში აქვს გავლებული მავთულხლართები – მეუფე მელქისედეკი

მეუფე მელქისედეკი მეუფე ანტონის ქადაგებას პასუხობს და მოქალაქეებს 26 მაისს ულოცავს.

 

„ვხედავ, რომ ჩვენს არაერთ თანამემამულეს, გულსა და გონებაში აქვს გავლებული მავთულხლართები და უჭირს გაარჩიოს ქვეყნის ნამდვილი მტერი და მოყვარე.

 

გამოუთხრია მიწა და იქ შემძვრალა... თავი მიაჩნდა დედოფლად - რა გაიხსენა პატრიარქმა ქადაგებისას
2020-05-10გამოუთხრია მიწა და იქ შემძვრალა... თავი მიაჩნდა დედოფლად - რა გაიხსენა პატრიარქმა ქადაგებისას

 

რეალურად კი მადლიერება გვმართებს ჩვენი დასავლელი პარტნიორებისადმი, რომლებიც ევროატლანტიკური სივრციდან ათწლეულებია უანგაროდ გვეხმარებიან.

 

მათ გარეშე ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევებისა და პრობლემების გადალახვა ძალიან გაგვიჭირდებოდა.

 

ვფიქრობ, რომ სწორედ ამ კატეგორიის მოქალაქეებთან დაკავშირებით გვმართებს გაძლიერებული ყურადღების გამახვილება.

 

მუდმივად უნდა ვცდილობდეთ, რომ ქრისტესმიერი სიყვარულით, მათი გონებიდან და გულებიდან მავთულხლართები მოვხსნათ, ავუხილოთ თვალები, დავანახოთ მტერი, რომელიც ცენტრალური ავტომაგისტრალიდან რამდენიმე ასეულ მეტრში დგას და ამის შემდეგ, უკვე ერთობლივად შევეცადოთ ტერიტორიული ოკუპაციისგან გათავისუფლებას. – ნათქვამია მეუფე მელქისედეკის მიმართვაში.

ავტორი: ლიზი მეტრეველი

0
კომენატარი - +

X