16:36 | 2020-06-11 ავტორი: სალომე ნეფარიძე

„არ ვიცოდი, რომ ფეხმძიმედ იყო… ამბობდა, სიმსივნე მაქვსო“ – რას ამბობს ქუჩაში დატოვებული ახალშობილის მამა ცოლზე

„არ ვიცოდი, რომ ფეხმძიმედ იყო… ამბობდა, სიმსივნე მაქვსო“ – რას ამბობს ქუჩაში დატოვებული ახალშობილის მამა ცოლზე

სიღნაღის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ სოფელში დედამ ახალშობილი ქუჩაში დატოვა. იგი პოლიციამ იპოვა და საავადმყოფოში მიიყვანა.

 

რას ამბობს დედა, რომელმაც სიღნაღში ახალშობილი პარკში გახვეული მიატოვა - Exclusive
2020-06-11რას ამბობს დედა, რომელმაც სიღნაღში ახალშობილი პარკში გახვეული მიატოვა - Exclusive

 

გოგონას მეუღლე, იოსებ ქუფარაშვილი ამბობს, რომ ცოლის ფეხმძიმობის შესახებ არაფერი იცოდა.

 

„არ ვიცოდი, რომ ფეხმძიმედ იყო ამას თურმე ბავშვი დაუბადებია, პარკში გადაუხვევია და მინდორში დაუდვია. ვიცოდი, რომ სიმსივნე ჰქონდა ავთვისებიანი.

 

მე მიმალავდა, არ მეუბნებოდა, რომ ფეხმძიმედ იყო. აქ ვიყავი ყავას ვსვამდი, საპირფარეშოში იყო საათ-ნახევარი, რას წარმოვიდგენდი, რომ იმშობიარებდა“, – ამბობს იოსებ ქუფარაშვილი. 

 

როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მიტოვებას გულისხმობს.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +