fbpx
23:03 | 2020-10-04 ავტორი: თამარ ბუჩუკური

არ ვიცი, ზამთარს როგორ გადაიტანს და როგორ უნდა იყოს სიცივეში გარეთ – მამა პეტრე უსახლკარო მოხუცზე

არ ვიცი, ზამთარს როგორ გადაიტანს და როგორ უნდა იყოს სიცივეში გარეთ – მამა პეტრე უსახლკარო მოხუცზე

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში, მის ერთ-ერთ გვერდზე მოხუცი შეჭირვებული პავლე ბაბუს შესახებ პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას მისი დახმარებისკენ მოუწოდებს. 

 

როგორც ირკვევა, მოხუცი ქუჩაში ცხოვრობს და მას ფეხსაცმელი არ აქვს. კეთილი ადამიანების მიერ მიწოდებულ ლუკმას, საყვარელ ძაღლებს უნაწილებს…

 

 

„ვისაც დახმარება არ შეგიძლიათ, გთხოვთ გააზიარეთ და გაავრცელეთ.

 

მეგობრებო, ეს პავლე ბაბუა თავის საყვარელ ოთხფეხა მეგობრებთან ერთად, რომ​ლებსაც თავის ისედაც მცირედ ლუკმას უნაწილებს

 

ფეხზე პარკები რატო გაცვიაო რომ ჰკითხეს, 47 ზომა მაქვს და გადაგდებულ ფეხსაცმელებში ვერ ვპოულობო. პენსიით ვიყიდე მეორადში ალბათ დაწებებული იყო და წვიმაში სულ ამიძვრაო და ეს პარკები გავიკეთეო…

 

არაფერი უთხოვია თუ ძაღლისთვის საჭმელს მომიტანთ და ფეხსაცმელს მაშოვნინებთ ძალიან გამიხარდებაო.

 

ფაქტიურად ქუჩაში ცხოვრობს და ხშირად ღამეს სკვერში ათევს …. ძვირფასებო, ჩვენ მხოლოდ 47-48 ზომა ფეხსაცმელი გვინდა გთხოვთ, მეორადსაც ვიჩუქებთ.

 

მეგობრებო, დავეხმაროთ პავლე ბაბუს, ჩვენ ეს შეგვიძლია!

 

დღეს ვიყავით დიღმის მასივში და მოვინახულეთ ის ადგილი, სადაც ღამეს ათენებს… არ ვიცი, ამ ზამთარს როგორ გადაიტანს და როგორ უნდა იყოს სიცივეში გარეთ.

 

ვესაუბრეთ დიღმის მასივში მცხოვრებ ადამიანებს, რომლებმაც გვითხრეს, რომ პავლე ბაბუ, კეთილი ადამიანების დახმარებით და პენსიით ცხოვრობს. არ ვიცი როგორ აღვ​წერო ის უსუსურობის და პროტესტის განცდა, რაც იმ ადგილის ნახვისას დამეუფლა, სადაც ღამეს ათევს… დედამიწაზე არცერთი ადამიანი არ იმსახურებს ასეთ კოშმარში ცხოვრებას.

 

ვისაც სურვილი გაქვთ დახმარების, ან წამოსვლის უახლოეს დღეებში ვაპირებთ ბაბუსთან სტუმრობას და შეგვეხმიანეთ.

 

მეგობრებო, პავლე ბაბუ მოძრაობს დიღმის მასივის 2 კვარტალში იფქლის ქარხანასთან ახლოს. თუ მისვლას გადაწყვეტთ, იპოვეთ მაგ უბანში ვინმე ნაცნობი და სთხოვეთ, რომ დაგეხმაროთ მასთან კომუნიკაციაში უსაზღვროდ კეთილი, განათლებული, უპრეტენზიო და საოცრად მორცხვი მოხუცია

 

აქ ვდებ ჩემი ანგარიშის ნომერს ჩემი მეგობრების და ჩემი პუბლიკის თხოვნით. დანიშნულებაში მიუთითეთ #პავლებაბუსთვის

 

თიბისი – ბანკი, ანგარიშის ნომერი: GE47TB7349445061100027

საქართველოს – ბანკი, ანგარიშის ნომერი : GE90BG0000000162149143GEL

მიმღები ეკატერინე თოფურია, პირადი 60001049837″ – წერს მამა პეტრე კვარაცხელია.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X