fbpx
01:26 | 2020-05-19 ავტორი: თამთა თორდია

არ ვიცი, რომელ პარტიასთან ვიქნები, მაგრამ… – პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში ბრუნდება(?!) 

არ ვიცი, რომელ პარტიასთან ვიქნები, მაგრამ… – პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში ბრუნდება(?!) 

„ოცნების” რამდენიმე ადამიანს წასასვლელი არსად აქვს. ივანიშვილი სად უნდა წავიდეს, ყველგან ელოდებიან, ყველგან ცუდად ექნება საქმე. ის იბრძოლებს ბოლომდე, თუმცა, აუცილებლად დამარცხდება. – ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ გადაცემა „სთორიში“ ისაუბრა.

 

კითხვაზე, გეგმავს თუ არა ქართულ პოლიტიკაში ჩართულობას, ბურჭულაძე პასუხობს, რომ გამორიცხული არაფერი არაა.

 

„არ ვიცი რომელიმე პარტიასთან ურთიერთობა მექნება თუ არა, მაგრამ ყველასთან ვიქნები, ვინც კი ოცნების წინააღმდეგ წავა.

 

„ოცნება“ არის დამღუპველი, ამაში ყველა დავრწმუნდით.

 

„ოცნება“ საქართველოს ღუპავს. ჩვენ კიდევ შეგვიძლია გადავრჩეთ, უარესზე უარესი არ დაილევა.“, – ამბობს ბურჭულაძე.

 

ცნობისთვის, დღეს რამდენიმე პოლიტიკოსმა საჯაროდ განაცხადა, რომ ისინი მაჟორიტარებად იყრიან კენჭს. მსგავსი განცხადებები გააკეთეს, ირაკლი ოქრუაშვილმა, გიგი უგულავამ და გიორგი ვაშაძემ.

 

ნახეთ, შეძლებს თუ არა მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ოპოზიციის გარეშე

 

ნახეთ, რას ედავებოდნენ ოქრუაშვილს, უგულავას და რურუას

 

ნახეთ, როგორ აფასებდნენ საერთაშორისო პარტნიორები პოლიტიკოსების პატიმრობას

 

ნახეთ, რას ითვალისწინებს რეალურად 8 მარტის შეთანხმება

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

X